ავტორი:

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)

ჩვენმა კოლეგამ, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ირმა ხარშილაძემ გასულ კვირას საკუთარ ვერანდაზე გვიმასპინძლა. ეს ვერანდა წლების წინ მასობრივად დაწყებული მიშენებების შედეგად გაჩნდა. მომატებული ფართობი მოსახლეობამ საძინებლებად თუ მისაღებ ოთახებად აქცია, ირმას კი იქ თავიდანვე მწვანე გარემოს შექმნა სურდა. იდეა საქმედ მხოლოდ 2013 წელს აქცია, დღეს კი იქ სტუმრობა მის ახლობლებსა და მეგობრებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამ ყველაფრის საფუძველი ის არის, რომ ირმას უზომოდ უყვარს ბუნება.

ირმა ხარშილაძე: - ამ ყველაფრის ფესვები ჩემი ბავშვობიდან მოდის. მშობლებს ძალიან უყვარდათ ბუნება, მამა მშვენიერ ადგილებში გვიწყობდა ექსკურსიებს. მდელოებზე ვგიჟდებოდი. სამცხე-ჯავახეთში რომ წავიდოდი, ადიგენის მინდვრები მაოცებდა, რომელიც სუფთა მესხური ხალიჩა იყო... ბევრჯერ მიცდია შინ ქოთნის მცენარეების მოვლა, თუმცა უშედეგოდ. ერთი ისეთი ამბავიც მოხდა, რომელსაც ეტყობა, თავის დროზე აღარ ჩავუღრმავდი... სანამ ჩვენს კორპუსს ფართს მოაშენებდნენ, ეზოში მშვენიერი გამწვანება გვქონდა, სადაც ბავშვები ვთამაშობდით. ერთხელ იქ ჯოხი ვიპოვე, მიწა ამოვთხარე და ჩავრგე. ცოტა ხნის შემდეგ ბუჩქი წამოიზარდა და როცა მოშენება დაიწყო, ყველაზე მეტად მისი ამოძირკვა განვიცადე. მახსოვს, სკოლაშიც დაგვარგვევინეს ნაძვი, მაგრამ ისიც ამოძირკვეს, რადგან იქაც კორპუსები ააშენეს.

- ამ ფართის შემინვაზე არ გიფიქრია?

- ბეტონი რომ დაისხა, მხოლოდ ერთი კედელი იყო ამოშენებული და მეტი არც არაფერი გაგვიკეთებია, თან სულ ვამბობდი, აქ ვერანდა მინდა იყოს-მეთქი. ამ აზრს დედაც იზიარებდა. მამა მანამდე გარდაიცვალა, მაგრამ ცოცხალი რომ ყოფილიყო, ისიც ამავე აზრის იქნებოდა.

- მოკლედ, ოცნება აგიხდა...

- დიახ, და შინ რემონტის შემდეგ ამ ადგილსაც მივხედე - ფილები დავაგე, მერე კი აქაურობამ კედელი და შეღებვა მოითხოვა. საბოლოოდ დიდი ფართობი გამოჩნდა, რომელიც რაღაცით უნდა შემევსო ისე, რომ ლამაზიც ყოფილიყო. როგორ წარმოგიდგენიათ, აქ ჰამაკი ყოფილიყო და ყვავილები - არა?! მაგრამ პირველი მცდელობა მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა...

- ახლა სრულფასოვანი მოსასვენებელი ადგილია, მცენარეებით სავსე...

- ჩემი პირველი მცენარე ალოე ბავშვობის მეგობარმა მაჩუქა და მითხრა, ლაპარაკი, მოფერება უნდა, სახელიც დაარქვი და კარგად გაახარებო. მეც ველაპარაკებოდი, ალეკოც დავარქვი, მაგრამ არ უშველა, ვერ გადავარჩინე, ამიტომ სულ მეშინოდა და ვერანდისთვის ადვილად გასახარებელ მცენარეებს ვარჩევდი... ყველაზე იოლად მოსავლელი სუკულენტები აღმოჩნდა. კაქტუსი საერთოდ არ მინდოდა, თუმცა ყვავილი აქვს საოცარი და ამ ზაფხულს პირველად აყვავდა კიდეც. აღფრთოვანებული ვიყავი.

- ვერანდა ეტაპობრივად შევსებულა...

- ვარდები მინდოდა და მაჩუქეს. პირველად რომ იყვავილა, ბედნიერი ვიყავი. ვერანდისთვის ფარდასავით დაშვებული მცენარეც მინდოდა და მიწას, რომელიც სხვა მცენარისთვის მოვიტანე, სურო მოჰყვა, რომელიც გაიზარდა. ახლა ძველებურ ხელსაბანში მაქვს ჩარგული. ის ჩემმა მოძღვარმა მაჩუქა. ნაკვეთში ჰქონდა, გაუფუჭდა და უთქვამს, ირმა გამოიყენებსო. ვერცხლისფერი იყო, შევღებე და მასში სურო ჩავრგე, მერე კი ყველაფერი ერთად აყვავდა.

- ამ ყველაფრის კეთების სურვილი როდის მოდის?

- სტიქიურად. არასდროს ვიცი, რას გავაკეთებ. უბრალოდ, ვამბობ: "მე ამისგან გავაკეთებ" და ვიწყებ. ვმუშაობ ნებისმიერ დროს. შეიძლება სტატიას ვწერდე, მივატოვო და რამის კეთება დავიწყო. ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია. სერიოზული აზარტია განაგრძეთ კითხვა

"უცხო ადამიანები თვალს აყოლებენ, რაზეც ღიმილით ამბობს, ერთი შემოხედვა 100 ლარი" - 13 წლის ბიჭს იშვიათი დაავადება სტანჯავს, მშობლები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ

ევა ბარბაქაძე შეყვარებულია - ვინ არის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილის რჩეული (ფოტოები)

"სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, სამწუხაროდ, ეს ხშირად  პირიქით ხდება", -  რა კომენტარს აკეთებს თორნიკე შენგელია მოსკოვში ჩასვლის შემდეგ