ავტორი:

“ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, შენს მზესუმზირებზე მითხრეს ვიყიდითო... სიცოცხლით სავსეები” - რას წერს ადგილობრივი ხევსურეთის ავარიაში დაღუპულებზე

“ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, შენს მზესუმზირებზე მითხრეს ვიყიდითო... სიცოცხლით სავსეები” - რას წერს ადგილობრივი ხევსურეთის ავარიაში დაღუპულებზე

შატილის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას, ბოლო ინფორმაციით, 17 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები შატილში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. დაღუპულების შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი "ფეისბუქში" წერს.

"დღეს მეგობარმა მომწერა: ვიღაცა იძახდა, გავხედე და ახალგაზრდა გოგოები შემრჩნენ ხელშიო. შენს მზესუმზირებზე მითხრეს, ვიყიდითო - მეთქი გაატანე თუ ეს ბედნიერს გახდით, გამიხარდება - მეთქი.

მეგობარმა, მეც ვუთხარი, თუ ძაან გულით გინდათ წაიღეთ-თქო. ერთი წავიდა მოსაწყვეტად.მეორემ ფული მომიტანა და არ გამოვართვიო. რამდენიმე საათში კიდევ სხვა მოვიდა,ზუსტად იგივე სურვილითო...

ახლა კი ვიგებ, რომ ის ბავშვები, იმ მზესუმზირებზე, მთაზე და შატილზე შეყვარებული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიკროავტობუსით ხევსურეთის გზიდან გადავარდნენ..

ამ წუთების მდგომარეობა ასეთია -14 გარდაცვლილი და3 მძიმედ დაშავებული..საშინელი ტრაგედიაა..საშინელი..ვწუხვარ და ვიზიარებმათი ოჯახების ტკივილს..."

ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, მიკროავტობუსი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა.

"ემოციურად ძალიან მძიმედ ვარ... წესით, მეც ამ ტურში უნდა ვყოფილიყავი" - რას ყვება გოგონა, რომელიც საბედისწერო  ავარიას გადაურჩა

"შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულ სამივე ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება" -   ლევან რატიანი

"ამ საბედისწერო ტურში ჩვენი ერთი თანამშრომელი იყო" - რას აცხადებენ კომპანია "ფოლადის სახლში"?