ავტორი:

"კოვიდ 19"-ით 17 ადამიანი დაიღუპა, საგზაო შემთხვევებში კი მხოლოდ ერთ თვეში გვეღუპება საშუალოდ 40 ადამიანი" - ეკა ლალიაშვილი

"კოვიდ 19"-ით 17 ადამიანი დაიღუპა, საგზაო შემთხვევებში კი მხოლოდ ერთ თვეში გვეღუპება საშუალოდ 40 ადამიანი" - ეკა ლალიაშვილი

"ყველა ფეხზე დადგა გუშინდელი ტრაგედიის გამო! გლოვის დღედ გამოცხადდა ხვალინდელი დღე! ამ ყველაფრის შემდეგ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ხელისუფლება აღარ დაუშვებს ამგვარ ტრაგედიებს და მოქმედების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადებს პანდემიის აღკვეთას საქართველოს გზებზე!" - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კი განაცხადა:

"წლებია ვსაუბრობთ, რომ ყოველწლიურად გვეღუპება 500-მდე ადამიანი და 8 000-მდე პირი იღებს დაზიანებას და ამ მსხვერპლის დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან, ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გენოფონდს წარმოადგენენ. საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საგზაო შემთხვევებში მსხვერპლის შემცირება შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ჩართულობა. საგზაო უსაფრთხოება მეტად კომპლექსური საკითხია და საჭიროებს უწყებათაშორის ეფექტურ, მიზანმიმართულ, შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. ბოლო თვეებში 'კოვიდ19"-თან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძებებმა დაგვანახა, რომ თუ პოლიტიკური ნება არსებობს სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია! საქართველოში ბოლო 6 თვეში "კოვიდ 19"-ით 17 ადამიანი დაიღუპა, საგზაო შემთხვევებში კი მხოლოდ ერთ თვეში გვეღუპება საშუალოდ 40 ადამიანი. მეტი ძალისხმევა რომ მოხმარდეს საგზაო შემთხვევებთან ბრძოლას, ასობით ადამიანს გადავარჩენთ გზებზე დაღუპვისგან. დროა, პრემიერ-მინისტრი დაინტერესდეს და პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადოს გზებზე მსხვერპლის შემცირება“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გლდანში ახალრეაბილიტირებულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა - LIVE ადგილიდან

"ამ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა" - შსს-ს განცხადება 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე