ავტორი:

"20 ადამიანს სპრინტერში რა უნდა " - შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ

"20 ადამიანს სპრინტერში რა უნდა " - შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ.

გარდაცვლილთა ახლობლების ვარაუდით, მიკროავტობუსი გამართულ მდგომარეობაში, მგზავრთა უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არ იყო.

"ჩემი შვილი და მისი დაქალი იყვნენ შატილში. 20 ადამიანს სპრინტერში რა უნდა ან ამ გზაზე როგორ გაუშვეს, ნახეთ რა გზებია. კომპანია უნდა დაისაჯოს მომხდარის გამო", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ.

მიკროავტობუსის გაუმართაობაზე აქვს ეჭვი კიდევ ერთი დაღუპულის ახლობელს.

"ან მანქანა არ იყო გამართული, ან მძღოლის მიზეზი იყო. ერთი რამ ვიცი, უსაყვარლესი ბავშვი გვყავდა და აღარ არის ჩვენს გვერდით. ჯანმრთელი წაიყვანეს და უნდა ჩამოეყვანათ ჯანმრთელი. ვინ არის პასუხისმგებელი?!“, - აღნიშნა კიდევ ერთი გარდაცვლილის ახლობელმა.

აღსანიშნავია, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დღეს ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, სადაც დაღუპულები არიან გადასვენებული. ახლობლები ცხედრების ამოცნობაზე იყვნენ დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია treveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

"ამ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა" - შსს-ს განცხადება 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე

"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა