ავტორი:

"ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ" - 25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

"ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ" - 25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სწორედ ამ დღეს შემოვიდა საქართველოში რუსული წითელი არმია და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.

თითქმის მთელი თებერვალი ქართულ ჯარსა და რუსეთის წითელ არმიას შორის ბრძოლები მიდიოდა, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა ულამაზესი ქართველი ქალი მარო მაყაშვილი, რომელმაც გასაოცარი დღიური დაგვიტოვა.

25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა.

"1919 წ... მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა… გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის ერთი საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის? მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…

საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო" - ეს ამონარიდია მაყაშვილის დღიურიდან...

რატომ გადაწყვიტა მარო მაყაშვილმა ომში წასვლა, ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ისტორიკოს ლაშა ბაქრაძესთან:

- როგორც პატრიოტმა ადამიანმა, მარო მაყაშვილმა დაინახა, რომ საქართველოს ბედი წყდებოდა და როგორც მოწყალების და (ისევე როგორც ბევრი სხვა) წავიდა ფრონტზე, რათა დახმარებოდა ქართველ მებრძოლებს.

- შეგვიძლია თუ არა მარო მაყაშვილი მივიჩნიოთ, იმ დროინდელი ქართველი ახალგაზრდობის კრებით სახედ?

- ვერ ვიტყვით, რომ მარო მაყაშვილი იმ დროინდელი ახალგაზრდების კრებითი სახეა, მაგრამ შემდგომში ის გახდა გარკვეულწილად სიმბოლური ფიგურა, რომელიც სრულებით არაა აუცილებელი, იყოს კრებითი სახე, პირიქით, სიმბოლიზებული ფიგურები, როგორ წესი, გამონაკლისები არიან ხოლმე. მე სულ ვეძებ იმ პერიოდის დღიურებს, ჩანაწერებს, მოგონებებს და სხვა... თითზე ჩამოსათვლელი მასალაა შემორჩენილი.

შესაძლოა, მარო მაყაშვილი იმიტომაც გახდა პოპულარული, რომ სწორედ ასეთი გულისშემძვრელი დღიური დაგვიტოვა, სადაც ჩვენ ვხედავთ ამ ახალგაზრდა ქალის სახეს, რომელსაც ძალიან დიდი იმედები ჰქონდა. დღიურიდან ჩანს, რომ მარო მაყაშვილს ბევრი სურვილი გააჩნდა და ყველა წესით და კანონით მას ბედნიერი მომავალი უნდა ჰქონოდა, რომ არ ყოფილიყო წითელი არმიის შეტევა, რომლითაც დამთავრდა არა მხოლოდ მარო მაყაშვილის, არამედ მთელი ქართველი ერის კეთილ გზაზე მდგარი მომავალი და დამყარდა 70 წლიანი წყვდიადი, რომელიც დღესაც მძიმე ტვირთად გვაწევს.

- იმ დროინდელმა საზოგადოებამ თუ მიაგო პატივი მარო მაყაშვილს?

- აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ მარო მაყაშვილი საკმაოდ ცნობილი ოჯახიდან იყო. მისი მამა იყო იმ დროის ძალიან ცნობილი მწერალი და მაშინვე სიმბოლური ფიგურის ფასი შეიძინა ამ პატარა გოგომ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მამამისის დაწერილი ლექსიც, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული გახდა. მარო დაკრძალეს ომში დაღუპულ სხვა ახალგაზრდებთან ერთად (დაახლოებით დღევანდელი პარლამენტის ადგილას), მაგრამ ამ დროს უკვე იმდენად სწრაფად იცვლებოდა მოვლენები, რომ სამწუხაროდ, 3-4 დღეში ამ გმირების ხსენებაც კი აიკრძალა. იხილეთ სრულად

"ამ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა" - შსს-ს განცხადება 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე

"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა