ავტორი:

"მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა? თურმე სიბნელის ეშინია" - ბაჩალიაშვილის დედის თქმით, დეა კაპანაძემ გამოძიებას განსხვავებული ჩვენება მისცა

"მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა? თურმე სიბნელის ეშინია" - ბაჩალიაშვილის დედის თქმით, დეა კაპანაძემ გამოძიებას განსხვავებული ჩვენება მისცა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისი შვილის მეგობარმა, დეა კაპანაძემ დღეს გამოძიებას სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა. თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ის იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციას მალავს, ვინც მისი შვილი სავარაუდოდ, სახლიდან გაიტყუა.

როგორც თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დეა კაპანაძის განმეორებით დაკითხვა თავად მოითხოვა.

"წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა ვერსიაა. მე მაინტერესებდა თამარის მოსაძებნად რომ წავედით, საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა.

თურმე, სიბნელის ეშინია გარკვეულ ლოკაციაზე. უბანში და ქალაქში არ ეშინია, სადაც ბევრი ხალხია, მაგრამ თეთრიწყაროს რაიონში რატომღაც ეშინია მიუხედავად იმისა, რომ დედაც და ძმაც იქ იყო.

შეიძლება მარტო შეგეშინდეს წასვლა, მაგრამ დედასთან და ძმასთან ერთად რატომ? ამ ვერსიის არ გვჯერა. ალბათ, რაღაც იცის და ნიღბავს. გარდაცვალების ფაქტის შესახებ რამდენად იცის არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, იმ ადამიანის ვინაობა იცის, ვინც თამარი გაიტყუა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დეა კაპანაძეზე ზეწოლა მიმდინარეობდეს.

"არ არის გამორიცხული ზეწოლაც იყოს და შიშიც. ეს დეას მეხუთე ჩვენებაა, ხუთივე განსხვავებულია",-აცხადებს თამაზაშვილი.

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

"ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი" - შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დიჯეი

შსს-ს განცხადება რუსთავში, ახალგაზრდების დაპირისპირებაზე - "მათ განახორციელეს ძალადობა პოლიციაზე, დაკავებულია 2 პირი"