შპალერების თანამედროვე ინდუსტრია კედლის შესაფუთად მასალების უზარმაზარი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. სასურველი შპალერის საბოლოო შერჩევამდე აუცილებლად უნდა შევისწავლოთ არსებული ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
არარეცხვადი, ქაღალდის შპალერი – მხოლოდ მშრალი წმენდით
ჩინეთში ქაღალდის შპალერი დაახლოებით 1 800 წლის წინ გაჩნდა. ის ხელით მზადდებოდა და იხატებოდა. XVIII საუკუნიდან ქაღალდის შპალერის წარმოება კონვეერზე ინგლისელებმა გაუშვეს. ამ ტიპის შპალერის არაერთი სახეობა არსებობს და ისინი შემდეგი მახასიათებლებით განსხვავდებიან:
ამ მასალისგან დამზადებულ შპალერს არაერთი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს.
უპირატესობები:
ნაკლოვანებები:
და მაინც, ქაღალდის შპალერის ყველაზე სუსტ მხარედ ითვლება ის ფაქტი, რომ შეუძლებელია მისი არათუ რეცხვა, ნოტიო ჩვრით წმენდაც კი. სისველის მოხვედრისთანავე შპალერი იშლება. მისი მოვლის საშუალებებში მხოლოდ ფაფუკი ფუნჯი, ან მტვერსასრუტი გვევლინებიან. ქაღალდის შპალერის გამოყენება მხოლოდ მშრალ ოთახებშია დასაშვები და არავითარ შემთხვევაში სამზარეულოებსა და სააბაზანოებში. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი მასალის სიცოცხლიუნარიანობა მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს.
ფლიზელინის შპალერი
ამ მასალის 70% ქაღალდია, ხოლო 30% შემკვრელი შემადგენლობა. ამ კომპონენტების შერევის შემდეგ მიღებული მასა იპრესება და მიიღება მტკიცე, გამძლე შპალერი.
უპირატესობები:
ნაკლოვანებები:
ეს არის ორფენიანი მასალა, რომლის საფუძველიც არის ქაღალდი, ან უფრო მკვრივი ფლიზელინი, ხოლო გარე ფენა ვინილითაა დაფარული. ვინილის შპალერი რეცხვადია და მაქსიმალურად ნესტგამძლე. მისი გამოყენება სამზარეულოებსა და სააბაზანო ოთახებშიც კი. ასეთ შპალერსაც აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები.
უპირატესობები:
ნაკლოვანებები:
ზემოხსენებული თვისებების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ის პროდუქცია შეიძინოთ თქვენი ინტერიერისთვის, რომელიც კონკრეტულ ოთახში კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ყველაფრის დამახსოვრება ცოტა რთულია, ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ურიგო არ იქნება სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიერმარკეტის „მიჰაუსის“ კონსულტანდებთან გასაუბრება. ისინი კონკრეტული ბრენდების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან, თქვენ კი დაგრძებათ დრო და ენერგია დიზაინის შესარჩევად.
მიჰაუსში საუკეთესო შპალერების ბრენდებია წარმოდგენილი:
Britania
ამ ბრენდის ქვეშ ვინილის შპალერების მთელი კოლექციაა თავმოყრილი. ადვილად მოვლად ეს მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ დერეფანში, მისაღებ ოთახში, სამზარეულოში და საძინებელშიც კი. ამის შესაძლებლობას მისი ეკოლოგიურობა და უმაღლესი ხარისხი გაძლევთ.
კომპანია 2009 წელს დაარსდა. სპეციალიზებულია კედლისა და ფანჯრის დეკორაციების ფართო სპექტრის პროდუქციაში. დეკორები შექმნილია ნიჭიერი მხატვრების მიერ, რომლებიც ყოველ სეზონზე ამატებენ ახალ, მრავალფეროვან სეზონურ კოლექციების. კომპანია იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, არატოქსიკურ მასალებს და ბეჭდვის უახლეს მეთოდებს თანამედროვე, ელეგანტური, გამძლე, და ხელმისაწვდომი პროდუქციის შესაქმნელად.
Erismann
ERISMANN - შპალერის გერმანული მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1838 წელს დაარსდა. Erismann შექმნისთანავე გამოირჩეოდა ინოვაციურობითა და განვითარებისკენ სწრაფვით. 180 წელზე მეტია ბრენდი ქმნის სახლისა და ინტერიერის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია.
შპალერების ფასდაკლების სააქციო პერიოდი "მიჰაუსში" 28 აგვისტოდან - 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
NS