ავტორი:

"10 წლის უნახავი შვილი მოუკვდა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან  გააბრუნეს"  - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს

"10 წლის უნახავი შვილი მოუკვდა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან  გააბრუნეს"  - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საქართველოში ჩამოსვლის საკითხში ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

მისი თქმით, ბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ და ხელისუფლებას და საელჩოს დახმარებას თხოვენ.

"ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო. ვითხოვთ დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ"“, - განაცხადა თინათინ აბჟანდაძემ.

მან ასევე ისაუბრა მამისთვის პატიმრობის შეფარდებაზე და განაცხადა, რომ არ სჯერათ მამის მიერ შვილის ცემის და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მან დაადასტურა, რომ ბავშვი პატრულის ნომერს ითხოვდა, თუმცა ის არა მამის წინააღმდეგ, არამედ უსაფრთხოებისთვის უნდოდა.

პროკურატურამ თერჯოლაში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდებულ მამას ბრალდება დაუმძიმა

აბორტი საქართველოში შესაძლოა, აიკრძალოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს

"გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან" - კომპანია ZAG განცხადებას ავრცელებს