ავტორი:

რატომ  მიმართავენ ინფლუენსერებს კომპანიები და კომუნიკაციების სპეციალისტები?

რატომ  მიმართავენ ინფლუენსერებს კომპანიები და კომუნიკაციების სპეციალისტები?

ციფრულ სამყაროში ახალმა მედიამ და სოციალურმა ქსელებმა დაამკვიდრა და აქტუალური გახადა სიტყვა ინფლუენსინგი (გავლენის მოხდენა). ინფლუენსინგს სპეციალისტები ახასიათებენ, როგორც საკომუნიკაციო შესაძლებლობას, რომლის მიზანია გავლენიანი ადამიანების ძალისხმევით მოახდინონ წვდომა და ორმხრივი კავშირების შექმნა თავიანთ მიზნობრივ ჯგუფებთან, შეიქმნან ცნობადობა და მოახდინონ გაყიდვების სტიმულირება.

ინფლუენსერები სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანები არიან, ისინი აქტიურად ქმნიან საინტერესო და განსხვავებულ კონტენტს, ახდენენ იდეების, პროდუქტების და მომსახურების თავიანთი არხის მეშვეობით გავრცელებას. ინფლუენსერები მიმდევრებში გამოირჩევიან ცოდნით, კომპეტენციითა და ნდობის მაღალი ხარისხით.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში წამყვანი მარკეტინგისა და კომუნიკაციის ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ინფლუენსერებზე და ინფლუენსერ მარკეტინგზე.

რეიტინგული გამოცემა ,,ფორბსი“ სტატიაში გამოკითხვის შედეგებს გვაჩვენებს, ინტერნეტ მომხმარებლების 47 % ბლოკავს ინტერნეტ რეკლამას, რაც რეკლამის ნაკლებეფექტურობასა და დანახარჯების გაძვირებას იწვევს, ასევე ბოლო დროს საგრძნობლად გაზრდილია ინფლუენსერებზე დანახარჯები მარკეტინგულ ბიუჯეტებში, ხოლო ონლაინ მომხმარებლების 86 % ინფლუენსერებისგან ავთენტურობასა (ნამდვილობას) და ნდობას ითხოვს, სწორედ ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი ინფლუენსინგი, სადაც მუშაობს ,,მესამე პირის ეფექტი"– როდესაც ერთი შეხედვით დაუინტერესებელი მხარე რეკომენდაციას უწევს პროდუქტს ან მომსახურებას.

და მაინც, რატომ მიმართავენ ინფლუენსერებს კომპანიები და კომუნიკაციების სპეციალისტები?

• რეიტინგი – ინფლუენსერებს ჰყავთ დიდი რაოდენობის მიმდევრები/გამომწერები;

• გავლენა – ისინი გავლენიანები და სანდოები არიან თავიანთი გამომწერებისა და მიმდევრების წრეში;

• კომპეტენტურობა – მარტივად და სწრაფად ერკვევიან ბრენდის არსში და არიან კომპეტენტურები;

• ვიზუალი და კონტენტი – მათ შეუძლიათ ტენდენციური, განსხვავებული და საინტერესო ვიზუალური და ტექსტუალური მასალის შექმნა და აუდიტორიის დაინტერესება;

• პერსონალურობა – პერსონალური გამოცდილება უფრო აინტერესებს სოციალური ქსელების მომხმარებლებს, ვიდრე ბრენდების გამოქვეყნებული შეთავაზებები.

• სწრაფი შედეგი – ინფლუენსერების სიტყვა- ძალიან სწრაფად ვრცელდება, რადგან ინტერნეტში იდეის გავრცელება და მასზე რეაგირება სწრაფად ხდება.

• თვლადი შედეგი და სტატისტიკა – მარტივად შეიძლება ინფლუენსერების მუშაობის გაზომვა და შედეგების დემონსტრირება, რაც სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების დროს მეტ დროს, რესურს დანახარჯებს მოიცავს.

• ხარჯთეფექტურობა – ინფლუენსერების სამუშაო ,,იაფი" არ ღირს, თუმცა ბრენდის გადახდილი თანხა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მიღებულ შედეგთან, კარგი ინფლეუნსინგის შედეგი მაშინ არის მისაღები, როდესაც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღებაა შესაძლებელი.

პროდუქტის ან ბრენდის რეკომენდაციის გაწევა, მასზე საუბარი და ლოიალური მომხმარებლების გამოხმაურებების გაზიარება არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და შედეგიანი, როგორიც დღეს არის. ბრენდები გაყიდვების სტიმულირებისთვის, იმიჯისა და რეპუტაციის შექმნისთვის სოლიდურ თანხებს, დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ და სულ ეძებენ ნაკლებდანახარჯიან გზებს, რათა მიიტანონ მომხმარებლებამდე თავიანთი პროდუქტი ან მომსახურება, შეიქმნან ცნობადობა და დადებითი რეპუტაცია.

https://influencer.ge/ წამყვანი ინფლუენსერ სააგენტოა საქართველოში, რომელიც ფლობს კვლევებზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინფლუენსერ მარკეტინგის ეფექტური სტრატეგიებისა და ქართველი ინფლუენსერების მუშაობის სპეციფიკის შესახებ, influencer.ge-ს გუნდა წარმატებით განახორციელა საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების ოცამდე ინფლუენსერ კამპანია.

მასალა მოამზადა ჟურნალისტმა თამუნა მაისურაძემ

NS

27-28 აგვისტოს წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია" - რა ამბობს ლევან რატიანი  შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობაზე

"დათო მართავს დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლია" - ექიმს, რომელსაც "კომენდანტის საათის" გაუქმებისთანავე ავტომობილი დაეჯახა, დახმარება ესაჭროება