ავტორი:

"მამა არ მოკლავდა თავის შვილს, 1500 ლარი მისცა, "კვადრო" უყიდა" - გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მეორე დას განსხვავებული პოზიცია აქვს

"მამა არ მოკლავდა თავის შვილს, 1500 ლარი მისცა, "კვადრო" უყიდა" - გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მეორე დას განსხვავებული პოზიცია აქვს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დამ განაცხადა, რომ არ სჯერათ მამის მიერ შვილის ცემის და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მან დაადასტურა, რომ ბავშვი პატრულის ნომერს ითხოვდა, თუმცა ის არა მამის წინააღმდეგ, არამედ უსაფრთხოებისთვის უნდოდა.

"მამა არ მოკლავდა თავის შვილს. ის არაფერს არ ძალადობდა. ძალიან უყვარდა ჩვენს ბიჭს. "კვადრო" მიყიდეო, სთხოვა და მამა 1500 ლარი მისცა, კვადრო უყიდა" - ამბობს თინათინ აბჟანდაძე.

ის ადასტურებს, რომ მისი ძმა ნამდვილად ითხოვდა პარტულის ნომერს.

"პატრულის ნომრებს ითხოვდა კი, მამაჩემი რომ დალევდა, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი უყვარდა. ალბათ ამან ფსიქიკაზე იმოქმედა და იფიქრა, პატრული რომ აივლის და ჩაივლის აღარ იყვირებსო" - განაცხადა გარდაცვლილის დამ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

დავით ნარმანია USAID-ის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

თბილისში, "ნიკორას" მაღაზიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში“ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა