ავტორი:

"მარტო თუ ხარ, შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი, უნდა ელოდო 1 წელი როდის გავა, იმიტომ რომ თეას ასე ნებავს..." - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი წულუკიანზე

"მარტო თუ ხარ, შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი, უნდა ელოდო 1 წელი როდის გავა, იმიტომ რომ თეას ასე ნებავს..." - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი წულუკიანზე

სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე იურსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს.

"წულუკიანის მავნებლობის, უცოდინრობის, ქალების ჩაგვრის და სიბნელის კიდევ ერთი გამოვლინება... ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ 1 წელი არ არის გასული ქორწინებიდან ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან... ანუ მარტო თუ ხარ, შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი უნდა ელოდო ერთი წელი როდის გავა და შენი სამედიცინო შანსები კიდევ უფრო შეამცირო, იმიტომ რომ თეას ასე ნებავს... კაცის და გათხოვების გარეშე მოკლედ არაფრად აგდებს ქალებს", - წერს მარიამ კუკუნაშვილი.

ცნობისთვის, ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა 25 აგვისტოს მოაწერა ხელი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს "ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა" იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

  • იმყოფებიამ ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე, 1 წელი;
  • იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

"მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას "გიჟს", ჩემს ტვინით გატენილ დედას" - რას წერს თაკო ჩარკვიანი კორონავირუსით ინფიცირებული დედის შესახებ

"პირველად გამიჩნდა შიში, რომ დიდი რისკია დავვირუსდე.... უკვე კრიტიკულ რაოდენობას აქვს ქალაქში" - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

"ბევრი ვირუსი იცით,  გამოჯანმრთელების შემდეგ - მე-7 დღეს, 39-გრადუსიანი სიცხით" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის  მდგომარეობა