ავტორი:

"მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში" -  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და ვიდეორგოლი "მე ვბრუნდები"

"მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში" -  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და ვიდეორგოლი "მე ვბრუნდები"

"მე ვბრუნდები", - ასე ჰქვია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალ ვიდეორგოლს, რომელსაც ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

"მე ვბრუნდები! უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ.

ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. ახლა წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები რა თქმა უნდა იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში.

ამავე დროს მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!", -წერს სააკაშვილი.

LIVE- გადაცემა Newsroom-ის სტუმარია ირაკლი ოქრუაშვილი

"თვითიზოლაციის პერიოდი გავიარე და ვბრუნდები " - არჩილ თალაკვაძე დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

"ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი" - რას ამბობს სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვაში