ავტორი:

რა სიახლეებს სთავაზობს gudabooks.ge მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს?

რა სიახლეებს სთავაზობს gudabooks.ge მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს?

აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge -ზე დაემატა სიახლეები, რომლებიც მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებში პოპულარობით სარგებლობს.

თუ აქამდე ვერ გამონახეთ დრო ბოლო პერიოდში გამოცემული მხატვრული ლიტერატურისათვის, აპლიკაცია "გუდა" და აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge, საშუალებას გაძლევთ, მკითხველის რჩეულ ლიტერატურას აუდიოვერსიების სახით გაეცნოთ. "გუდას" მოსმენა ხომ ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი: დასვენების, მგზავრობის, სახლის დალაგებისა თუ ვარჯიშის დროს.

გურჯი ხათუნი და სხვა მოთხრობები - დათო ტურაშვილი

დათო ტურაშვილი, პირველად, 1988 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, მისი ყველა წიგნი ბესტსელერია. ის იმ ავტორებს შორისაა, ვისი შემოქმედების თითოეული წინადადება, აბზაცი თუ გვერდი იმდენად ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, რომ მისი დავიწყება შეუძლებელი ხდება.

„ვუძღვნი ჩემს გურჯი- ხათუნს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ქალებს - ყველაზე სევდიან ემიგრანტებს დედამიწაზე,“ - ამბობს მწერალი წიგნზე, რომელიც ემიგრაციის სევდასა და ჩვენს თანადროულ პრობლემებზე მოგვითხრობს.

წინაპართა ძახილი - ჯეკ ლონდონი

ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანი „წინაპართა ძახილი“ ავტორის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ლონდონმა წელიწადზე მეტი გაატარა იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისათვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემდეგ კი ის წიგნად გადაკეთდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი ძაღლია – ბეკი, რომელსაც ადამიანები, სხვა ძაღლები და ბუნებაც კი სასტიკად ეპყრობა. ნოველა მოგვითხრობს ბეკის ბრძოლას გადარჩენისათვის.

საბალეტო ფეხსაცმელები - ნოელ სტრიტფილდი

ინტელექტუალური დასვენება არამხოლოდ უფროსებს, არამედ პატარებსაც სჭირდებათ. ნოელ სტრიტფილდის ეს კეთილი ნაწარმოები ბავშვებს დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარებათ.

„საბალეტო ფეხსაცმელები“ მოხსენიებულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში „თქვენთვის წერილია“ და კეთლინ კელის საყვარელ წიგნს წარმოადგენს. დების - პაულინის, პტროვასა და პოსის ემოციური ისტორია გულგრილს არავის დატოვებს.

მოპარული სიყვარული - თინათინ ბერიძე

თინათინ ბერიძის ეს ნაწარმოები ბესტსელერად იქცა. ის მოგვითხრობს მგრძნობიარე ახალგაზრდებზე, რომელთა გზებიც უჩვეულოდ გადაიკვეთა და ერთმა უწყინარმა ხუმრობამ მათი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია დრამატული მოვლენებით და უზომოდ დიდი ემოციით.

წიგნის ავტორი თინათინ ბერიძე კი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულია.

ორი ნაბიჯი შენამდე - რეიჩელ ლიპინკოტი

ეს არის 18 წლის ახალგაზრდის ისტორია, რომელიც საავადმყოფოს ტოვებს და მხოლოდ ახლა ეცნობა სამყაროს. სტელა გრანტს კი უყვარს ის, ვისაც ვერასდროს შეეხება. ამ ორი ახალგაზრდის ისტორიას მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მკითხველი ჰყავს. წიგნი GoodReads Choice Awards 2019-ის გამარჯვებულია.

იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.

„ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით“, - გაიცანით ახალი ქართველი ავტორი ნიკოლოზ ცისკარიშვილი

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-20)

სასკოლოდ მომზადებას ,,ბიბლუსში’’ 36.45 ლარადაც შეძლებთ