ავტორი:

"ჰამოვიდეს, რა ვქნა" - რას ამბობს კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

"ჰამოვიდეს, რა ვქნა" - რას ამბობს კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

"ჰამოვიდეს, რა ვქნა", - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ეთიკურია „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი "მიჰა ჰამოდი“.

დედაქალაქის მერის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მორიგი ბლეფია.

"არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი, თუმცა ჩამოვიდეს. არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.

Newsroom-ის სტუმრები არიან თამარ ჩუგოშვილი და სოზარ სუბარი

"ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ" -  რა განაცხადა ლავროვმა თინა კანდელაკის გადაცემაში

როგორ ეხმაურება კახა კალაძე თბილისის "ლოკომოტივისა" და "დინამო თბილისის" გამარჯვებას