ავტორი:

კახა კალაძე და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთის წვეულებაზე - ფოტოები ბიზნესმენის იუბილედან

კახა კალაძე და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთის წვეულებაზე - ფოტოები ბიზნესმენის იუბილედან

დინამო თბილისისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი 38 წლის გახდა. იუბილარის მეუღლეს ცნობილ დიზაინერს ნინი ზარქუას დღესასწაულის გრანდიოზულად გადახდაში ხელი კორონავირუსმა შეუშალა.

არადა თარიღი წყვილისთვის განსაკუთრებულია, რადგან ბიზნესმენის იუბილესთან ერთად წყვილი თანაცხოვრების 15 წელსაც აღნიშნავს. მნიშვნელოვანი იუბილის აღნიშვნა ცოლ-ქმარმა წყნეთში საკუთარ ვილაზე უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გადაწყვიტა.

სტუმრებს შორის რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი და მათ შორის დედაქალაქის მერი იყო. კახა კალაძე იუბილეზე მეუღლის ანუკი არეშიძის გარეშე იყო წარმოდგენილი.

ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა რა აჩუქა დიზაინერმა მეუღლეს, ნინი ზარქუამ სურპრიზი არ გაასაჯაროვა. თუმცა როგორც გაირკვა საჩუქარი მეუღლის გემოვნებაზე მორგებული და ორიგინალური იყო.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ამისულაშვილი წლების განმავლობაში „დინამოსა“ და ეროვნული ნაკლების უცვლელი მოთამაშე იყო. კარიერის დასრულების შემდეგ კი კერძო ბიზნესში გადაინაცვლა.

მისი მეუღლე ყოფილი მოდელი ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულის ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.

ის აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებშიც. საკუთარი დაბადების დღე დიზაინერმა კათარზისში გადაიხადა; კორონავირუსის ფონდში 10 ათასი დოლარიანი შემოწირულობა ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა და სულ რამდენიმე დღის წინ საკუთარ კოლექციიდან უახლესი მოდელები გასაყიდად გაიტანა, ხოლო შემოსული თანხა ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად გადარიცხა.

თემურ წიკლაური 2 კვირაზე მეტია კოვიდინფექციას ებრძვის, მომღერლის მდგომარეობა მძიმეა -  "ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც საჭიროა - თემური მალე უნდა გამოჯანმრთელდეს"

"როგორი კარგი ნახტომიც არ უნდა გქონდეს წარსულში, ძნელია ასეთ დისტანციაზე მართო ორი თეატრი" - დათო ტურაშვილი ნინო ანანიაშვილზე

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?