ავტორი:

ასპინძაში ყოფილმა რწმუნებულმა შშმ პირი გაიტაცა, სცემა და საკუთარი საფლავი გაათხრევინა - "რუსთავი 2"

ასპინძაში ყოფილმა რწმუნებულმა შშმ პირი გაიტაცა, სცემა და საკუთარი საფლავი გაათხრევინა - "რუსთავი 2"

"რუსთავი 2" ასპინძაში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ტელეკომპანიას შშმ პირი უყვება, რომ ის გაიტაცეს, სცემეს და საკუთარი საფლავი გაათხრევინეს. ამის შემდეგ კი აღიარება სთხოვეს, რომ ფული მოიპარა და ეს ყველაფერი კამერით გადაიღეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში კი ის ფაქტია, რომ მანუჩარ მურადაშვილის გატაცებაში ბრალდებული ყოფილი რწმუნებული და მისი მეგობარია.

"ჩამომიყვანეს აქ, გათხარე ორმო და უნდა მოგკლათო. ფული მოიტანე დროზეო, თან მაგინედნენ და მირტყამდნენ" - ამბობს დაზარალებული.

როგორც ის ჰყვება, ყოფილი რწმუნებული და მისი მეგობარი იმ დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რომელიც მას არ ჩაუდენია. საუბარია თანხაზე, რომელიც არსებული ინფორმაციით, ყოფილი რწმუნებულის სახლიდან არის გამქრალი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კუკური პლაჭიაშვილმა და ირაკლი გოგალაძემ მურადაშვილის აღიარება ცემის და მუქარის შემდეგ მიიღეს და ტელეფონში ჩაიწერეს.

"სანამ მანქანიდან გადმოვედი იქამდე მცემდნენ, შემდეგ ჩაიწერეს ტელეფონში ვიდეო, რომ ვითომ მე ავიღე ფული" - ამბობს მურადაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

მომხდარის შესახებ პოლიციას დაზარალებულის დედამ აცნობა. პოლიციამ საქმეზე 2 პირი დააკავა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორივე მათგან პატიმრობა შეუფარდა.

"თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ დარწმუნებულები იყვნენ ჩემს უდანაშაულობაში, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ" - ნიკოლოზ რევაზიშვილის წერილი ციხიდან

"რა გზები გაიარა, "ბუქსირზე" ხომ არ იყო ჩაბმული?" -  ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში "ჰიუნდაის" წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

"თემური იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში... ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ერთად ყოფილიყვნენ" - ვინ არის საქმის ახალი ფიგურანტი თემურ ჭანუყვაძე?