ავტორი:

"სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც ჩინოვნკიები რუსეთიდან ისე შემოდიან თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ, რიგში არ ჩავდგებითო.." - რა ხდება აფხაზეთში?

"სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც ჩინოვნკიები რუსეთიდან ისე შემოდიან თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ, რიგში არ ჩავდგებითო.." - რა ხდება აფხაზეთში?

ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 27 აგვისტოს მომხდარმა შემთხვევამ, კიდევ ერთხელ დაძაბა სიტუაცია - ე.წ. ხელმძღვანელობის ცნობით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში 54 წლის კაცს, კოვიდ-19 გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა. აფხაზური მედიის ცნობით, გარდაცვალებამდე მას რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, მისი ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გამოიძახეს, რის შემდეგაც ის ოჩამჩირის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღესვე გარდაიცვალა.

"იმავე ღამეს სოფელ ლაბრას გამგებელ არუთინ მელკონიანმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მას ტელეფონით აცნობა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, მან სოფლის შესასვლელი გზა ჩაკეტა და სოფლის მოსახლეობის მიმართა, ლაბრაში ყველა მსურველს კორონავირუსზე გამოკვლეულიყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

30-ზე მეტი ადამიანი მელკონიანის სახლთან შეიკრიბა სოფლის გზის გახსნის მოთხოვნით, მათი განცხადებით, არ სჯერათ, რომ 54 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი კორონა იყო. ამასთანავე, მათი თქმით, სოფელი ისე ჩაკეტეს და 14-დღიანი კარანტინიც ისე გამოაცხადეს, პირველადი მედიკამენტებითაც კი არ არიან უზრუნველყოფილი", - წერს აფხაზური გამოცემა.

ადგილობრივი მედიისა და ინტერნეტმომხმარებლების ცნობით, რეგიონში ეკონომიკური მიმართულებითაც, უმძიმესი მდგომარეობაა. 27 აგვისტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 21 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 295-მდე გაიზარდა. თუმცა, არც ადგილობრივებს და აღარც ქართულ მხარეს არ სჯერათ, რომ ეს ე.წ. ოფიციალური ინფორმაცია სანდოა.

გამოცემა ekhokavkaza.com -ის ცნობით, აფხაზეთში მეორე ტალღა ბევრად მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე პირველი იყო. გამოცემის ცნობით, რამდენიმე შემთხვევა, იმდენად რთული იყო, რომ დაინფიცირებულები ქართულ მხარეს გადაიყვანეს.

"აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ სჯერა ვირუსის არსებობის, ისინი შედარებისთვის ჩვეულებრივი გრიპის სტატისტიკის მოყვანას ითხოვენ და წერენ, რომ მათი "მთავრობაც", ისევე, როგორც სხვები, საერთო თამაშში არიან ჩართული", - წერს გამოცემა.

“ამ სტატისტიკას ავლენენ, თანაც შეუცდომლად, ექიმები, რომლებიც აქამდე წნევას ვერ ზომავდნენ სწორად და ელემენტარული პრობლემების გამო, პაციენტები პანტა-პუნტით ეხოცებოდათ, ავადმყოფის ნაცვლად, ჯანსაღ კბილს იღებდნენ და მშობიარე ქალს საკეისრო კვეთას ვერ უკეთებდნენ. ასევე, უამრავი შემთხვევა ვიცი, ჰიგიენის ზომების არარსებობის, როდესაც არასტერილური ნემსით ათეულობით ადამიანს ინფექციური დაავადება დამართეს. მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ახლა თურმე ყველა მაღალი დონის პროფესიონალია და საკუთარი ჯანმრთელობით რისკავს...

არ გვჯერა ამ აფიორის და არც დავიცავთ თქვენს მიერ მოგონილ შეზღუდვებს. ნუ გვხოცავთ შიმშილით, ისედაც გაოთხმაგდა ფასები. შემოდგომა შეიძლება გადავიტანოთ, მაგრამ ზამთარში რა ვქნათ, განსაკუთრებით მათ, ვინც ბინაში ცხოვრობს და მიწის ნაკვეთი არ აქვს, რომ რაღაცას მაინც მოიუყვანოს?!" - წერს ინტერნეტმომხარებელი კვირია ძიაპშბა.

“ჩვენ სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველმა ახრა ავიძბამ თავისი ჯიპით რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი პირდაპირ შემოანგრია. ჩინოვნიკები თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ, რიგში არ ჩავდგებითო... ანუ კორონავირუსი მაღალჩინოსნებს და ფულიანებს არ ერჩის და ჩვენ გვერჩის?.." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, რომლის თქმითაც: "საქართველოში სხვადასხვა სახის, მათ შორის ფულადი დახმარებები გასცეს. ბოლო პროგრამაა მოზარდების დახმარება. აფხაზეთში კი, თუ გინდა მოკვდი, არავის აინტერესებ..."

“ახალი რეგულაციები დაიცავითო, ამ დროს კი, ბანკომატებიდან თანხას ვერ ვიღებთ და ხალხი იძულებულია რამდენიკილომეტრიან რიგებში იდგნენ... უმძიმესი ვითარება გვაქვს, პურის ფულს ვზოგავთ, ოღონდ თავადაც არ ვიცით, რის იმედით და პენსიის ასაღებად მისულ ადამიანს, დისტანციის თავი აქვს? წინა წლებში ვწუწუნებდით, უკეთესობა გვინდაო, არადა ასეთი სიძვირე მაინც არ იყო. გვერდით კოპრუსში სურსათის მაღაზია გატეხეს და საჭმელი წაიღეს. მეპატონეს ვალად ჰქონდა აღებული პროდუქტი და გაოთხმაგებულ ფასად, ნისიად ჰყიდდა... ვინმე აქცევს ყურადღებას როგორ და რატომ გაძვირდა ყველაფერი? ხალხი ბავშვის საკვებს და შაქარს ვერ ყიდულობს, ისე გაძვირდა პირველადი მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტი.

ამ სიტუაციაში ერთი სული აქვთ, მოასწრონ და აიღონ პენსიის ფული, ისე, რომ ვინმემ არ გამოუცხადოს, დამთავრდა, თანხა აღარ არისო... ასე რომ, თუ მართლა არსებობს ეს ვირუსი, იქ სულ მოხუცები დგანან და გავრცელდება აბა რა იზამს?!" - წერს ანგელინა მარღია. მისივე თქმით, ძალიან მალე რეგიონში შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები დაიწყება.

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვამ მოხალისეებს სთხოვა, გუდაუთის საავადმყოფოს პერსონალს დახმარებოდნენ ნებისმიერი სახით, თუნდაც ფიზიკურად. თუმცა, აქამდე არავინ მისულა...

"პატრიოტთა ალიანსის" ნაჩუქარი ხატი აფხაზებმა ენგურთან დატოვეს - "სახლებიც დაგებრუნებინათ ქართველებისთვის, სადაც მშვენივრად ცხოვრობთ"

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა