"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1455 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1196-ს შეადგენს.

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

“დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა დადასტურებული 1455 შემთხვევა. ახალი 8 შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო არის კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 ინფიცირებულის წყაროზე გრძელდება კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 6-ით გაიზარდა და გახდა 1196. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-არის.

ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა. აქედან, კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. აქედან 1 კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი მძიმე, თუმცა, მათი მდგომარეობა ბოლო 3 დღეა რაც სტაბილურია.

ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

როგორია შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა - ლევან რატიანი უახლესი ინფორმაციით

მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი