ავტორი:

"ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული... ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული რომ იყოს, მალევე იპოვიდნენ მკვლელს" - ბაჩალიაშვილის საქმის უცნაური "ფიგურანტი" სუს-ის მანქანები

"ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული... ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული რომ იყოს, მალევე იპოვიდნენ მკვლელს" - ბაჩალიაშვილის საქმის უცნაური "ფიგურანტი" სუს-ის მანქანები

27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრები გაავრცელა. გენერალური პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა 18 ივლისს გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ისინი მოითხოვდნენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში 3 ჯიპის გადაადგილების სრული მარშუტის ამსახველი ჩანაწერი ენახათ. მიხეილ რამიშვილის თქმით, სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელის გზით მაწევანს უკავშირდება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ავტომობილებს ამ მიმართულებით გაადგილება მარტივად შეეძლოთ. 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მოითხოვს, რომ პროკურატურამ სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროოს.

“არ მჯერა მე ამ კადრების. კარგი, ბაზაზე რომ შევიდნენ, იქიდან სად წავიდნენ, რა გააკეთეს, მე ხომ არ ვიცი? კოდის გადასახვევიდან გზაა და თავისუფლად შეეძლოთ იქედან წასულიყვნენ და იმ სოფლებში დახვედროდნენ თამუნას. ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული სუს-ის მანქანებს, მერე შეეშვნენ, თამუნა გაუშვეს მარნეულის გზაზე, თვითონ კოდის გზაზე წავიდნენ, თამუნასთან ერთად რომ არ დაფიქსირებულიყვნენ. იქნებ სხვა გზით ჩავიდნენ იმავე ადგილას? კაცმა არ იცის, რა გააკეთეს. სწორედ ეს უნდა დადგინდეს. ჩვენი მოთხოვნაა, გაირკვეს, რამდენ ხანში, როდის მოდიან ავტომობილები, არის თუ არა მოკლე გზა. შესაძლოა, სწორედ იმ მოკლე გზით გადავიდნენ და თამუნას დახვდნენ და კამერის ჩანაწერები სპეციალურად ისე ააწყვეს, თითქოს თამუნა მარტო მიდის თავის მოსაკლავად.

პროკურატურაში გვითხრეს, ზღვა მასალააო და შეგვპირდნენ, რომ დანარჩენ ფირებსაც გვიჩვენებენ. ვნახოთ, იქ რა დაგვხვდება, რას ამოიღებენ და რას გააყალბებენ, ვინ იცის", - გვითხრა გარადცვლილი გოგონას დედამ.

როგორც თეონა თამაზაშვილმა დააანონსა, კვირას, 2 საათზე ოჯახი პროკურატურასთან აქციას აწყობს მოთხოვნით, რომ დროზე გამოიძიონ და გადააკვალიფიცირონ საქმე და გამოძიებაში სასწრაფოდ ჩაერთოს ამერიკის ფედერალური ბიურო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალური ზომების მიღებენ.

"ეს საქმე იმდენად ბურუსითაა მოცული, უკვე არაფრის ნდობა არ მაქვს. ჩვეულებრივი მოკვდავის და დაბალი რანგის გაკეთებული რომ ყოფილიყო, მალევე გაშიფრავდნენ და იპოვიდნენ მკვლელს. არც ის უნდათ, რომ საქმე გადააკვალიფიცირონ. ამიტომაც ვაწყობთ აქციას. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა იქნება დროზე გამოიძიონ ეს საქმე, ვეღარ ვითმენ და ვერ მოვიცდი. ამათ უნდათ, გაწელონ და არჩევნებამდე მიიყვანონ საქმე, მერე თაროზე შემოდონ სხვა გამოუძიებელ საქმეებთან ერთად. მე ამათ არ დავუცდი. სასწრაფოდ გამოიძიონ და დადონ მკვლელების გვარები. ოპერატიულად და პროფესიონალურად თუ იმუშავებენ, შედეგიც იქნება. საქმე არჩევნებამდე თუ არ იქნება გამოძიებული, უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავ. ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, სასწრაფოდ ჩაერთოს გამოძიებაში FBI", - ამბობს ambebi.ge-სთან თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

"ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი" - შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დიჯეი

შსს-ს განცხადება რუსთავში, ახალგაზრდების დაპირისპირებაზე - "მათ განახორციელეს ძალადობა პოლიციაზე, დაკავებულია 2 პირი"