ავტორი:

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე

მოდელ მარიამ დონაძეს მფრინავმა - გიორგი კინწურაშვილმა ხელი მოულოდნელად, ცხრაჯვარის ძველ სალოცავთან სთხოვა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა...წყვილი ოქტომბერში საცხოვრებლად ერთად გადასვლას გეგმავს, გაზაფხულზე კი ქორწილის გადახდას აპირებს...

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

მარიამ დონაძე, 23 წლის:

- აეროპორტში, გადაზიდვების აგენტად მუშაობა რომ დავიწყე, დაახლოებით, 1 კვირის შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა გიორგი დავინახე. ცოტა არ იყოს, გაოცებული მიყურებდა. არაფერი მიფიქრია...

გიორგი კინწურაშვილი, 26 წლის:

- თავდაპირველად, მეც აეროპორტში ვმუშაობდი: სანამ მფრინავი გავხდებოდი, ჩატვირთვის და გადაზიდვის აგენტი გახლდით - თვითმფრინავებს ვემსახურებოდი. ყველას, ვინც თვითმფრინავთანაა ასული, ე.წ. სტაიანშიკის ოქროსფერი ჟილეტი აცვია. მარიამმა რომ დამინახა, "სტაიანშიკი" ვეგონე. რამდენიმე დღე ერთმანეთს ხშირად რომ ვხვდებოდით, ალბათ, მერე დაფიქრდა - აქ "სტაიანშიკს" რა უნდაო (იცინის)?მარიამი:- უბრალოდ, პირველად რომ დავინახე, ეგ ვიფიქრე - "სტაიანშიკია"-მეთქი... სულ ვფიქრობდი, სამსახურებრივი რომანი არ მექნება, შანსი არ არის-მეთქი, მაგრამ ალბათ, ბედისწერაც არსებობს. თან, მე და გიორგიმ მუშაობაც ერთსა და იმავე დროს დავიწყეთ.

გიორგი:

- თავდაპირველად, ძალიან "იაზვა" მეგონა - სულ "სწერვა" სახით დადიოდა. ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტში შესვლა-მეთქი. მერე პარაპლანით ხტომა დავიწყე, ვიდეოები, ფოტოები ვაჩვენე - იქნებ, დაინტერესდეს-მეთქი და წამოსვლა მასაც შევთავაზე. ურთიერთობა ასე დავიწყეთ. პაემანზე არ მომყვებოდა. სამსახურის შემდეგ, შინ ვაცილებდი... მერე, ნელ-ნელა აქამდე მოვედით (იცინის).

- მარიამ, გიორგის პირველად "სხვა თვალით" როდის შეხედე?

- ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა, რომ ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, შეყვარებული მყავდა (იცინის). ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი: სამოდელო კარიერის განვითარებას ვაპირებდი. უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ველოდი, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი. იმ პერიოდში, გათხოვება ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა - სულ სხვა გეგმები მქონდა... ბოლოს ისე მოხდა, რომ მე და გიორგი ორ ქორწილში ერთად აღმოვჩნდით - ამან დაგვაახლოვა.-

- გიორგი, მარიამს სიყვარულში როგორ გამოუტყდი?

- რაც უნდა შემეთავაზებინა, არსად მომყვებოდა. ამიტომ. მარიამისთვის მისი სახლის კართან თქმა მომიხდა, რომ მომწონდა...

- რა გიპასუხა?

- მეგობრობა შემომთავაზა. ძალიან "გამიტყდა". ამიტომ მასთან კარგა ხანს ურთიერთობა შევწყვიტე.

მარიამი:

- იმიტომ, რომ ყველგან "დაგბლოკე" (იცინის). 6 თვე არ ველაპარაკებოდი.

- 6 თვის განმავლობაში, სამსახურში როგორ კონტაქტობდით?

- წეღან ჩემ შესახებ აღნიშნა, "სწერვა" სახით დადიოდაო. ჰოდა, ის 6 თვე ორმაგად "სწერვა" სახე მქონდა (იცინის). მსგავს ქცევებში თავადაც არ ჩამომივარდებოდა. ბოლოს ერთმანეთს "გამარჯობასაც" აღარ ვეუბნებოდით. უფრო მეტიც: სწავლის გამო, ღამის ცვლაში ვმუშაობდი, გიორგი კი სხვებს თავის სამუშაო დროს უცვლიდა, რომ მხოლოდ დღე ემუშავა და მე არ ვენახე... განაგრძეთ კითხვა

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა

კრიშტიანუ რონალდუმ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა? - სუპერვარსკვლავმა ჯორჯინა როდრიგესს  თავბრუდამხვევი სიურპრიზი მოუწყო