ავტორი:

"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ბავშვი ბედნიერი?" - მეუფე ნიკოლოზი სუროგაციის შესახებ თეა წულუკიანის ახალ ბრძანებაზე

"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ბავშვი ბედნიერი?" - მეუფე ნიკოლოზი სუროგაციის შესახებ თეა წულუკიანის ახალ ბრძანებაზე

სუროგაციით ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ბავშვი ბედნიერი?“ - ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ჟურნალისტის მიერ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანების შესახებ დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი რამდენიმე სხვა ბავშვის სიცოცხლის ფასად იბადება.

„სუროგაციას რაც შეეხება, ეგ უმჯობესია ექიმებს ჰკითხოთ, იმიტომ რომ ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ბავშვი ბედნიერი? იცით?!

ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი არის რამდენიმე სხვა ბავშვის სიცოცხლის ფასად. კი არ ვეწინააღმდეგები, გეუბნებით რაც არის. როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად ნაყოფიერდება რამდენიმე კვერცხუჯრედი, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაბადებულია ბავშვი, ჩასახულია, სული მინიჭებული აქვს და მერე ის რამდენიმე სიკვდილი ერთის გადასარჩენად, ახლა ვისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, უცხოელი ან შერეული ეროვნების წყვილი, რომელიც გადაწყვეტს სუროგაციის გზით ბავშვის ყოლას, ქორწინებით ან ქორწინების გარეშე ერთი წელი ერთად უნდა ცხოვრობდეს.

"ქალბატონთან ერთად, რომლისგანაც დავინფიცირდი, უბრალოდ, ერთ ოთახში ვიყავი" - ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა