ავტორი:

ჩემს თამოს, რომ აწამებდნენ, იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს... შენით ვიწყებ "ვოლკო" - ვის მიმართავს ბაჩალიაშვილის დედა

ჩემს თამოს, რომ აწამებდნენ, იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს... შენით ვიწყებ "ვოლკო" - ვის მიმართავს ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი "ფეისბუქის" მეშვეობით საქმის გამომძიებელს, ჯიმშერ აფციაურს მიმართავს:

"თეთრიწყაროს "ვოლკო", ჯიმშერ აფციაურო!!! შემთხვევით იმის ილუზია ხომ არ გაქვს ყოველივე ამის მერე ბედნიერად გააგრძელებ ცხოვრებას შენს ორ ქალიშვილთან ერთად? როცა ჩემს თამოს აწამებდნენ და კლავდნენ, იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს, რაც მთავარია, შენები ხომ კარგად გყავდნენ. ვინ იცის, იქნებ შენს გარაჟშიც გყავდა თამოს მანქანა დამალული. გირჩევ, გოდერძი ჩოხელის "მგელი" წაიკითხო. ხანდახან მგლებიც ჭამენ თავიანთ წინამძღოლს, როცა შეცდომას უშვებს და ისე არ მოხდეს, მწყემსებმა ნახონ შენი ძვლები და იქვე ეგდება შენი ტელეფონიც იდენტიფიკაციისთვის, როცა დაგირეკავს მწყემსი. ხომ პირველად შენთან დარეკავს არა? შვებულებაშიც და იმ ქვეყანაშიც რომ იქნები. მერე პრესსცენტრს მივმართავ "ა კაკ ტამ დრავა"-მეთქი. დრავა ხომ ცხედარს ნიშნავს, შენი გაგებით. შენით ვიწყებ "ადინოკი ვოლკო", (როგორც შენ დაიწყე პირველმა გამოძიება ვითომ) თუ რომელმა რუხმა მგელმა შეგჭამა ან რომელმა რუხმა კარდინალმა გაგწირა, საცოდაო არსებავ", - წერს თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყაროვ" - კახა კალაძის უმცროსი ვაჟი 2 წლის გახდა (ფოტოები წვეულებიდან)

"გააკეთა შეუძლებელი და ანდრუშას სიცოცხლე აჩუქა!" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც  თათია შარანგიას შვილი გადაურჩინა