ავტორი:

"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

თამარ ბაჩალიაშვილის დედის დეიდა რიტა ზურაბაშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა. ამის შესახებ ზურაბაშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ძალიან ვაჟკაცურია და ტვინიანიო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან" - ამბობს ზურაბიშვილი.

გარდაცვლილი პროგრამისტის ბებია ოჯახის ადვოკატზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიხეილ რამიშვილის აყვანასთან დაკავშირებით მას პროტესტი ჰქონდა. რიტა ზურაბაშვილი ვარაუდობს, რომ ადვოკატს "ფულს ვიღაც დაინტერესებული პირი უხდის".

"სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა - ან გადიოდა, მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი - როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა", - აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

AMBEBI.GE საპასუხო კომენტარისთვის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა:

"არ ვიცნობ საერთოდ ამ ქალბატონს, წარმოდგენა არ მაქვს მასზე. ვინ მენდობა და ვინ – არა, არსებობს ქალბატონი თეონა, არსებობს ბატონი ჯუმბერი და თუ რამე კითხვა გაქვთ ჩემს ნდობა-უნდობლობასთან დაკავშირებით, მათ ჰკითხეთ. "იმედი" არის სამთავრობო ტელევიზია.

ეტყობა ამ ხელისუფლებას და სუს-ს ძალიან ვუშლი ხელს, ამ საქმისადმი ჩემმა მიდგომამ და ჩემს მიერ გამოჩიჩქნულმა დეტალებმა პრობლემა შეუქმნა სუს-ს იმიტომ, რომ მე ვნახე სამი ჯიპი, ვითხოვ ამონაწერებს და ა.შ. ახლა იწყებენ სამთავრობო კომპანიებიდან და მერე ალბათ ჩემს სიცოცხლეზეც გადმოვლენ.

შეეკითხეთ ქალბატონ თეონას, სანდო ვარ თუ - არა. თამუნას შეყვარებულის ჩვენებებიც მაქვს წაკითხული, ნიკა გეჯაძის მიმართ სიყვარულის კი რა მოგახსენოთ. მოწონება ერთია, სიყვარული – მეორე. ეს ბებია ორმოცზეც არ მინახავს და არც არანაირი ურთიერთობები არ მინახავს მასთან. მეათეხარისხოვანი ნათესავები არ ვიცი მე. ამდენი ხანია მათთან დავდივარ და იქ ბებია არავინ მინახავს.

როდის გამოჩნდა ასეთი ბებია, არ ვიცი. მე მიხდიან და მე ვასრულებ ვინმეს დავალებას? მაშინ ამ ქალბატონს მოუწევს ყველა იმ პირის დასახელება, ვის დავალებასაც მე ვასრულებ და თვითონ გადაიხდის ყველა ფულს. ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც თვითონ ასრულებს - უნდათ ჩამოვშორდე საქმეს და ჩემი ღირსება და რეპუტაცია შელახონ. ამათი მიზანი ესაა იმიტომ, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ, ვერაფერს! სუსი რომაა ამ საქმეში ჩართული, უკვე ნათელია და ახლა გამოჩნდა “ბებია”, ახლა გადმოვიდნენ ჩემზე" - ამბობს ადვოკატი რამიშვილი.

"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე

"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები 17 და 19 წლის ძმები დაჭრა