ავტორი:

"რა თქმა უნდა, თამარი ჩემი შეყვარებული იყო", - რას ამბობს ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, თემურ ჭანუყვაძე

"რა თქმა უნდა, თამარი ჩემი შეყვარებული იყო", - რას ამბობს ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, თემურ ჭანუყვაძე

"მთავარი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, თემურ ჭანუყვაძე ადასტურებს, რომ ის თამარის შეყვარებული იყო.

აღსანიშნავია, რომ ის კამერების წინ არ გამოჩნდა, კარს მიღმა იყო და ჟურნალისტის კითხვებს ამ ფორმით პასუხობდა.

"რა თქმა უნდა, ჩემი შეყვარებული იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ვიყავით ერთად", - ასე პასუხობს ჭანუყვაძე კითხვას იყო თუ არა ბაჩალიაშვილი მისი შეყვარებული. მისივე თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"მთავარ არხთან" საუბრისას თამარ ბაჩალიაშვილის დედა. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ არსებობს ფოტოალბომი, სადაც თემურის და თამარის ერთობლივი ფოტოებია შენახული.

"თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში. უაღრესად კარგი პიროვნება, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თამუნამ აირჩია კარიერა. არსებობს ერთი ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებია.

ეს ალბომი პროკურატურაშია. მე წავიკითხე თემურის ჩვენება, ის ღირსეული ადამიანია და ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას ჩვენებებში" - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

"მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი" - პროკურორი

"პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, ვერაფერს იპოვიან" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ქუთაისში, რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ 20 წლის ბიჭი დაჭრეს