ავტორი:

გარდაბანში, სარწყავ არხში 35 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ

გარდაბანში, სარწყავ არხში 35 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში, სარწყავ არხში 35 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, ადგილზე მამასთან ერთად თევზაობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და პოლიცია. არხში ჩავარდნილი მამაკაცის საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 ახალგაზრდა მამაკაცი ჭაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ კაფე-ბარში, ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ფოთში მოტოციკლი მალთაყვის ხიდიდან გადავარდა