ავტორი:

„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

„თიბისის“ მხარდაჭერით, 5 სექტემბერს, თბილისში საბავშვო ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართება. ფესტივალზე მისულ ბავშვებს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთონ.

როგორც ღონისძიების შესახებ AMBEBI.GE-სთან ფესტივალის ორგანიზატორი, ელენე მარგიშვილი ამბობს, საბავშვო ფესტივალი იმ მიზნით შეიქმნა, რომ მშობლებსა და ბავშვებს ერთ სივრცეში ყველანაირი ინფორმაცია მიეღოთ საბავშვო სფეროში არსებული სიახლეების შესახებ.

„სამი წელია, წარმატებით ვატარებთ საბავშვო ფესტივალს. თავიდან იდეა გაგვიჩნდა იქიდან, რომ არ არსებობდა პლატფორმა, სადაც მშობლები და ბავშვები აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას მიიღებდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საბავშვო სფეროში. ამიტომ გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ისეთი ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიას ძირითადი მიმართულებების მიხედვით დავყოფდით: ჯანმრთელობა, განათლება, სპორტი, სტარტაპები და გართობა. მშობლებს საშუალება აქვთ, კომპნიებისგან, რომლებიც საბავშვო პროდუქტებსა თუ მომსახურებას გვთავაზობენ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ. გარდა ამისა, კომპანიიებისგან იქნება ბევრი ფასდაკლება, შემოთავაზება და სიახლე. წლევანდელი ფესტივალი ფაქტობრივად, იმის დასაწყისია, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება და დიდ მასშტაბებს მიაღწევს, სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, ისე - ყველასთვის უმნიშვნელოვანესია, ერთად ვიზრუნოთ პატარებისგანვითარებაზე. ფესტივალში მონაწილეობის მიმართ სხვადასხვა კომპანიისა და სტარტაპის დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება. შემიძლია, ხაზგასმით ვთქვა, რომ პირველ წელს თუ გვიწევდა, ყველასთვის აგვეხსნა, თუ რა იყო საბავშვო ფესტივალი და რა მიზანს ემსახურებოდა, წელს უკვე თავად კომპანიები და მონაწილეობის მსურველები გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, რომ ამ პროექტში ჩავრთოთ, რაც ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნავს ელენე მარგიშვილი.

საბავშვო ფესტივალის ორგანიზატორი გვიყვება წლევანდელი ფესტივალის სიახლეებზე და იმაზე, თუ რას უნდა ელოდონ ღონისძიებისგან მშობლები და ბავშვები.

„ორი წლის განმავლობაში ფესტივალს მთაწმინდის პარკში ვატარებდით, შემდეგ მასშტაბი გაიზარდა და გადავწყვიტეთ, ლოკაცია შეგვეცვალა. ამჯერად, ფესტივალი მუშტაიდის ბაღში ჩატარდება, რომელიც ფესტივალის მხარდამჭერია და ძალიან გვიდგას გვერდში, რომ ღონისძიება მაქსიმალურად კარგად ჩატარდეს.

საბავშვო ფესტივალის მხარდამჭერი „თიბისია“. საბავშვო ფესტივალისა და „თიბისის“ საერთო ღირებულება ახალ თაობაზე ზრუნვა და პატარების განვითარებისთვის შესაძლებლობების გაჩენაა. ამიტომ, „თიბისი“, როგორც ფესტივალის მეგობარი, ტრადიციულად საკუთარი, სპეციალური სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც ღონისძიების სტუმრებს არაერთი სიურპირიზი და აქტივობა ელით.

„ახალი თაობის“ გუნდის მარკეტერი, ანო მაისურაძე AMBEBI.GE-ს „თიბისისა“ და საბავშვო ფესტივალის თანამშრომლობაზე ესაუბრა.

„ ეს ფესტივალი საბავშვო ფესტივალებს შორის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, ამიტომ უკვე მესამე წელია, მისი მხარდამჭერები ვართ.

ჩვენთვის, „თიბისის“ ბრენდისთვის ახალი თაობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობთ, ესაა მომავალი, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ - გავუმარტივოთ და გავუხალისოთ ცხოვრება, ხელი შევუწყოთ მათ განათლებას და განვითარებას. ვცდილობთ, ახალგაზრდა თაობისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები გვქონდეს როგორც განათლების, ისე გართობის მიმართულებით და მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ფესტივალებსა და ღონისძიებებში ვიყოთ მათი თანამგზავრი“, - აღნიშნა ანო მაისურაძემ.

„თიბისის“ სივრცეში ბავშვებს მხიარული თავგადასავლების მუზეუმი დახვდებათ, რომელიც შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ნაკრები იქნება ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. პროექტზე „თიბისის“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში, სტუდია „ილუსტრატორმა“ იმუშავა და 5 შემოქმედებითი სავარჯიშო შექმნა, რომელიც იმ თავგადასავლებს აღმოგაჩენინებენ, რომლებზეც ხშირად გსმენიათ, თუმცა ჯერ არ აგხდენიათ.ფესტივალზე „თიბისის“ სივრცეში დაგეგმილია 4 ვორკშოპი, სადაც ბავშვები ნაკრებში შესული აქტივობების ადგილზე შესრულებას შეძლებენ.

საბავშვო ფესტივალზე მუშტაიდის ბაღში არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა 6 ზონაში იქნება განაწილებული: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კი მოიცავს კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. საღამოს 6 საათიდან დაიწყება ღონისძიების საკონცერტო ნაწილი, რომელში ჯგუფი „მარტივი გამოსავალი“ მონაწილეობს.

ფესტივალის პარტნიორია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. გამომცემლებს წელს პატარებსა და მათ მშობლებს აყმაწვილო ლიტერატურაზე დიდ ფასდაკლებებს შესთავაზებს. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.

R

გცხელათ და ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად გამოსავალს ვერ პოულობთ?

რომელ სასწავლო პროგრამას და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას ირჩევენ აბიტურიენტები პირველ ნომრად - რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით

ირმა ინაშვილი - მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს: მოწყალე ღვთისმშობელი იყოს ჩვენი დიდი შერიგების საწინდარი