ავტორი:

საშემოდგომო სესია პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე გაიხსნება - გვაქვს თუ არა საქმე ახალ კლასტერთან დაცვის თანამშრომლების დაინფიცირების შემდეგ

საშემოდგომო სესია პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე გაიხსნება - გვაქვს თუ არა საქმე ახალ კლასტერთან დაცვის თანამშრომლების დაინფიცირების შემდეგ

პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სწორედ 1-ელ სექტემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება, რომელიც დღესაა ჩანიშნული.

პლენარულ სხდომას, ისევე როგორც ბიუროს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს, რადგან იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ.

კითხვაზე: როგორია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მათ შესახებ ასეთი მონაცემები არ იცის, თუმცა, „მძიმეთა სიაში ახალი პაციენტებიდან არავინ არის“.

„სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ახალი კლასტერი ჩამოყალიბდეს. ჯერჯერობით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. აქ აუცილებელია კონტაქტების გამოკვლევა, კონტაქტების გამოკვლევისა და წყაროს დადგენის შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, ახალი კლასტერია თუ არსებული კლასტერების მეორეული თუ მესამეული შემთხვევები,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1487 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 19-ით გაიზარდა და ამჟამად 1240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 221.

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!" - მამუკა მდინარაძე