ავტორი:

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?

"ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც დეტალურად შეგვეძლო მიგვეღო ინფორმაცია", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა რუსთავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რამიშვილის განცხადებით, გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო დეტალი, მათ შორის ის, რომ გადაადგილების პერიოდში მანქანის ოთხივე ფანჯარა დაკეტილი იყო და გამორთული იყო კონდინციონერი.

"ამ ავტომობილს არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა და ისეთი რანგის კომპიუტერი, რომ ინფორმაცია ბოლომდე მიგვეღო. იყო ერთი საინტერესო რამ, ამ სიცხეში, ივლისის თვეში, გადაადგილებისას კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი. გარდა ამისა, აღმოვაჩინეთ, რომ გვერდითა მჯდომი მგზავრის მხარე გარეთა მხრიდან იყო დაზიანებული, რომელზეც მამამ თქვა, რომ ეს გამორიცხული იყო და წინა დღეებშიც არ ყოფილა დაზიანებული", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, დადგინდეს რამდენი ხანი იდგა აღმოჩენის ადგილზე.

"ბუქსირის გამოყენება ვერ დადასტურდა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პერიოდი არის გასული და ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ ვერ გაგვცა. ავტომობილის გასაღებზე მეხსიერების ბარათი არ არის, რამაც მამის მხრიდან აღშფოთება გამოიწვია იმიტომ, რომ წინა დღეზეც ჰქონდა გასაღებზე მეხსიერების ბარათი. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა. ამ ავტომობილს არ გააჩნია იმის მონაცემები, რომ დადგინდეს რამდენი ხანი იდგა. ზეთი ავტომობილში იყო ახალი გამოცვლილი, მაგრამ ბოლოს როდის იყო დაქოქილი, ეს მონაცემები არ აღირიცხება", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული