ავტორი:

პრინცესა, რომელმაც ბრიტანეთი შეცვალა - დედის ხსოვნის პატივსაცემად, დიანას ძეგლი ჰარიმ და უილიამმა დაამზადებინეს

პრინცესა, რომელმაც ბრიტანეთი შეცვალა - დედის ხსოვნის პატივსაცემად, დიანას ძეგლი ჰარიმ და უილიამმა დაამზადებინეს

2021 წლის 1 - ლ ივლისს, უელსის პრინცესას, დიანას 60 წელი უსრულდება, ამ თარიღთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, სამეფო პარკში, პრინცესა დიანას ძეგლი დაიდგმება.

23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1997 წლის 31 აგვისტოს, უელსის პრინცესა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა და როგორც ამბობენ, 90-იან წლებში მომხდარმა ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ, მთლიანად შეცვალა დიდი ბრიტანეთი.

დედის ხსოვნის პატივსაცემად, პრინცესა დიანას ძეგლი პრინცმა ჰარიმ და პრინცმა უილიამმა დაამზადებინეს. მასზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს, მაგრამ ძეგლის დამონტაჟება პანდემიისა და კარანტინის გამო გადაიდო.

ძეგლზე გამოცდილი სკულპტორი იენ რენკ-პროდლი მუშაობდა. სწორედ მან შექმნა ელისაბედ II-ის პორტრეტი, რომელიც ერთფუნტიანი მონეტის ავერსზეა გამოსახული.პრინცების აზრით, "ლედი დის" მონუმენტს ყველა ნახავს, ვინც სამეფო ბაღს ეწვევა.

დედის გარდაცვალებისას პრინცი ჰარი 12 წლის, ხოლო პრინცი უილიამი 15 წლის იყო. ისინი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იგონებენ დედას და ეს სკულპტურაც სწორედ მათი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვაა.

პრინცესას გარდაცვალება, 90-იანების ბრიტანეთში უდიდესი ტრაგედია იყო, რომელმაც ბრიტანეთი და ბრიტანელები შეცვალა. გააგრძელეთ

"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს

როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა