ავტორი:

"დავიწყეთ სპონტანურად საქართველოს ჰიმნის შესრულება, ყველამ არც ვიცოდით ტექსტი, თქვენ და თქვენი დელეგაცია აგვყევით" - რა მისწერეს საინგილოდან კახა ლომაიას

"დავიწყეთ სპონტანურად საქართველოს ჰიმნის შესრულება, ყველამ არც ვიცოდით ტექსტი, თქვენ და თქვენი დელეგაცია აგვყევით" - რა მისწერეს საინგილოდან კახა ლომაიას

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც ლაპარაკია წერილზე, რომელშიც მას საინგილოდან მისწერეს:

"მოთხრობაა რა.

2004-2007 წლებში განათლების სამინისტრო საინგილოში ვიზიტებს აწყობდა. წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომით, ჩაგვქონდა სახელმძღვანელოები, წიგნები, თვალსაჩინოება, რუკები და საკანცელარიო საგნები.

მაშინ, საინგილოს სამ რაიონში 12 ქართული სკოლა და სექტორი იყო. იქაურებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს ჩვენი ჩასვლა უხაროდათ, აგულიანებდათ, ამხნევებდათ. ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება განსხვავებული იყო. დღეს ჩემ ინბოქსში ვიპოვე იქაური ქართველის მიერ გამოგზავნილი წერილი. ჩვენი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, წერილის ავტორი მე-11 კლასელი ყოფილა. პატარა თავგასავალი გადახდომიათ თავს, ჩვენ რომ ვენახეთ. რა თქმა უნდა, აქ არც გვარს ვახსენებ და არც რაიონს და სოფელს, რომელშიც ეს ამბავი მოხდა. წელი, ალბათ 2004 ან 2005. სტილი დაცულია:

"გამარჯობათ, თქვენი მინისტრობის პერიოდში საინგილოში N რ/ნ-ის N დაბის სკოლაში იყავით ვიზიტით, რამდენიმე მასწავლებლისგან ვიცოდით რომ უნდა ჩამოსულიყავით, სამწუხაროდ, სკოლის დირექტორს არ უნდოდა ეს ამბავი ქართული სექტორის ბავშვებს გაეგოთ ან ვინმე შეგხვედროდათ, ამიტომ მაგ დღეს ადრე დაგვითხოვეს სკოლიდან, მე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ჩამოდიოდით და ვარწმუნებდი, ნუ უხაროდათ, რომ დაგვითხოვეს სკოლიდან. ასე შევიკრიბეთ ბავშვები სახლიდან წამოვიღეთ ფანდურები, ვისაც გვქონდა და დიდხანს გელოდებოდით ქუჩაში სკოლიდან მოშორებით გზაზე.

როგორც იქნა გამოჩნდა თქვენი მანქანები ოღონდ საპირისპირო მხარეს და გამოვრბოდით მთელს გზაზე, რომ მოგვესწრო სკოლის კარებთან შეხვედრა, რადგან მერე აღარ შემოგვიშვებდნენ სკოლაში (ხშირად იყო სამოქალაქო ფორმებში გადაცმული პოლიციელები რომ არ გვრთავდნენ შევხვედროდით ან გვესაუბრა ჟურნალისტებთან.

სრულიად მოუმზადებლები დაგხვდით რათქმაუნდა, ძალიან ვნერვიულობდით დირექტორის დავალებით მაშინ მოამზადეს დაწყებით კლასის ბავშვები, მგონი პირველი თუ მე-2 კლასის მოსწავლეები და ვარდებიც იმათ ქონდათ ეს რათქმაუნდა გამიზნულად გააკეთეს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჩვენ მე-11 კლასელებს გვინდოდა თქვენთან შეხვედრა და ვისაც შეგვეძლო გვესაუბრა თქვენთან არსებულ პრობლემებზე.

მახსოვს როგორ გაგიკვირდათ ქუჩაში რომ გვნახეთ, შემოგვიყვანეთ სკოლის ეზოში როდესაც შეგხვდნენ მასწავლებლები ჩვენ დავიწყეთ სპონტანურად საქართველოს ჰიმნის შესრულება, ეს იყო მაშინ, როდესაც შეიცვალა ჰიმნი და ჩვენ მოგვაწოდეს ჰიმნის ტექსტი თბილისში ბავშვთა სახლში მყოფმა ინგილო ბავშვებმა მათ შორის ჩემი ძმაც მანდ სწავლობდა,(იმ დროს არ იყო ყველასთვის მისაწვდომი ინტერნეტი) ყველამ არ ვიცოდით ჰიმნის ტექსტი და თქვენ და თქვენი დელეგაცია აგვყვა მაშინ და ერთად შევასრულეთ. მე ლექსი წავიკითხე მაშინ და თქვენ გადაგვეხვიეთ და გვითხარით, რომ ჩვენ გამო ჩამოხვედით, ძალიან გვიხაროდა. მადლობა თქვენ, იმ ემოციისთვის, იმ დღისთვის, თუნდაც ერთი დღით რომ უთხარით დირექტორს, რომ სწორედ ჩვენ გამო ჩამოხვედით, როცა სკოლის შენობიდან უნდოდა ჩვენი გამოძევება კიბეებზე შეგვხვდით და ისევ უკან მოგვაბრუნეთ. მადლობა თქვენ წლების შემდეგ იმ დღისთვის".

ანუკი არეშიძის დედა Covid 19-ის გამო სასტუმროში ჩაკეტეს - დიზაინერი დეტალებზე და კოლეგა ექიმის ფოტოპოსტი

ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ავსტრიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს - წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ნუნუკა თამაზაშვილი შვილებთან, დედასთან და დედამთილთან ერთად აჭარაში ისვენებს - როგორ ატარებს დროს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე