ავტორი:

"მანქანის მძღოლი დიდ გულზე იგინებოდა კიდევ" - სოციალურ ქსელში ჭავჭავაძეზე მომხდარი ავარიის ფოტოები ვრცელდება

"მანქანის მძღოლი დიდ გულზე იგინებოდა კიდევ" - სოციალურ ქსელში ჭავჭავაძეზე მომხდარი ავარიის ფოტოები ვრცელდება

ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მომხარი ავარიის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა.

"არავინ დაშავებულა. ავტობუსი თავის ზოლში იყო... მანქანის მძღოლი დიდ გულზე იგინებოდა კიდევ", - წერს ფოტოების ავტორი.

ცნობისთვის თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

„ორმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე, ერთი ბავშვი მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს“, - განაცხადეს უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

"ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე..." - დღის ფოტო ბუკნარიდან, სადაც მოდავე მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

"ქეთიმ 375 სოფელი მოიარა, არა ბიძოს სიყვარულის გამო, უბრალოდ საოცრად უყვარს თავისი ქვეყანა" - როგორ პასუხობს ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას

"მერცხლის 8 ბუდე ეკლესიის ჭერში" - უნიკალური ფოტო ბათუმის ჯვართამაღლების ტაძრიდან