ავტორი:

მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ

მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ

ვეშაპი შარლოტა, სპილო სპირიდონი, ლომი რუდოლფი და დინოზავრი დინო - ქართველი ბავშვები მალე მათ შეიყვარებენ და განუყრელი მეგობრები გახდებიან. ზღაპრების წიგნი „შარლოტა და მისი მეგობრები“ გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და ქართული საკანცელარიო ბრენდის „Ponto“-ს ერთობლივი პროექტია. წიგნი, რომელიც აერთიანებს ორ ზღაპარს 4 მთავარ პერსონაჟზე, მალე გამოჩნდება წიგნის მაღაზიის დახლებზე.

პროექტის შესახებ დეტალურად თავად პროექტის მენეჯერი ელა ყაველაშვილი გვესაუბრება.

მოგვიყევით წიგნის „შარლოტა და მისი მეგობრები“ და მისი მთავარი პერსონაჟების შესახებ.

ეს არის წიგნი მეგობრობაზე. მთავარი პერსონაჟების ვეშაპი შარლოტაა, სპილო სპირიდონის, ლომი რუდოლფისა და დინოზავრ დინოს გარდა, ზღაპარში ასევე შეხვდებით სხვა საინტერესო და ბავშვისთვის დასამახსოვრებელ პერსონაჟებს. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ზღაპრები საინტერესოა მოზარდებისთვისაც. ზღაპრებში ასევე შეხვდებით ლექსებად თქმულ პერსონაჟების სათქმელს.

„შარლოტა და მისი მეგობრები“ არის პატარებზე, რომლებსაც უყვართ ოცნება და სჯერათ მისი ახდენის. ასევე, შეხვდებით სიუჟეტს ნამდვილ მეგობრობაზე და მეგობრულ ურთიერთობებზე.

აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ამ პერონაჟებს ბავშვები „Ponto“-ს საკანცელარიო პროდუქციიდან უკვე იცნობენ. ისინი შეიქმნა 2019 წელს სალომე ხოტივარის მიერ.

რას ისახავს მიზნად პროექტი „შარლოტა და მისი მეგობრები“?

მსოფლიო მასშტაბით, ბავშვებისთვის საყვარელი ბევრი ზღაპრული პერსონაჟი არსებობს, ჩვენც ვიფიქრეთ, რატომაც არ უნდა გვყოლოდა ქართველი ზღაპრული პერსონაჟები, რომლებიც ბავშვების დიდ სიყვარულს დაიმსახურებდნენ, მათთან დამეგობრდებოდნენ და მიხვდებოდნენ, თუ როგორი სახალისოა ერთგული მეგობრების გარემოცვაში ყოფნა. იმედი მაქვს, ნამდვილად შეძლებენ ჩვენი პატარები შარლოტასთან, რუდოლფთან, სპირიდონთან და დინოსთან დამეგობრებას.

ვფიქრობთ, რომ ქართველი მკითხველი საკუთარ თავს მეტად გააიგივებს ქართველ პერსონაჟებთან და მეტად საყვარელი გახდება მისთვის.

ვინ არიან ზღაპრებისა და ანიმაციების ავტორები?

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ გამომცემლობა ,,პალიტრა L-სა“ და საბავშვო ავტორ ვასო გულეურთან ერთად. სწორედ მან შექმნა „შარლოტა და მისი მეგობრების“ ზღაპრების კრებული. გვჯეროდა, რომ ვასოს ყველაზე მეტად შეეძლო პერსონაჟები გაეცოცხლებინა პატარა მკითხველებისთვის და მათ შეჰყვარებოდათ კიდევაც. ულამაზესი ილუსტრაციების ავტორი კი სალომე ხოტივარია.

რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა გათვლილი წიგნი?

,,შარლოტა და მისი მეგობრები’’ გათვლილია 3 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვის. თუმცა პროექტზე მომუშავე თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც ზღაპრები წავიკითხეთ, ვაღიარეთ რომ ის ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. მკითხველს ყოველი სიუჟეტის მერე აუცილებლად გაუჩნდება ინტერესი, თუ როგორ გაგრძელდება ან დასრულდება ეს ისტორია.

რა გამოარჩევს წიგნს სხვა საბავშვო გამოცემებისგან?

,,შარლოტა და მისი მეგობრები’’ გამორჩეულია სხვა ზღაპრებისგან იმით, რომ წიგნი გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, საინტერესო ამბებითა და თავგადასავლებით. წიგნის პერსონაჟები შეგხვდებათ თქვენთვის საყვარელ საკანცელარიო ნივთებზეც. ასევე, წიგნში ზღაპრებთან ერთად არის ლექსები, რომელიც ბევრად უფრო საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.

ბავშვებში რა თვისებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს ეს წიგნი?

წიგნი პატარებს დაეხმარება, რომ კარგად გაითავისონ მეგობრობის მნიშვნელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი არის ის, რომ არ შეწყვიტონ ოცნება, არ დანებდნენ არასდროს და ყოველთვის მაქსიმალური გააკეთონ მიზნის მისაღწევად.

ჩვენი მიზანი იყო, რომ პერსონაჟები გამხდარიყვნენ ჩვენი პატარების ერთგული მეგობრები, რადგან მათაც ისეთივე ოცნებები და ინტერესები აქვთ, როგორც ყველა პატარას. ჩვენი მკითხველი აუცილებლად აღმოაჩენს ამ ზღაპრებში საკუთარ თავს, რადგან ჩვენი გმირები არიან მათსავით მეოცნებე, ონავარი, გულუბრყვილო, კეთილი და მეგობრულები. პერსონაჟების თავგადასავლები დაეხმარება ჩვენს პატარებს დააკავშირონ თავიანთ ფერად ცხოვრებასთან და ასევე, დაეხმარება სხვადასხვა სიტუაციებში სწორი გზის პოვნაში.

როგორია თხრობის სპეციფიკა, როგორ დააინტერესებს ის ბავშვებს?

წიგნი არის ბავშვებისთვის მარტივად გასაგები, ინფორმაციული, იუმორისტულიცა და სევდიანიც ერთდროულად. მიუხედავად იმისა, რომ არის ზღაპარი და შეხვდებით ბევრ გამოგონილ ფაქტს, მაინც საკმაოდ რეალურ სიუჟეტებს ნახავთ, რომელიც ყველა პატარას ცხოვრებაში ხდება.

როგორ აპირებთ პროექტის გაგრძელებას? ხომ არ იგეგმება სხვა წიგნებიც ან სხვა სახის პროდუქტის გამოშვება?

ვფიქრობთ, რომ ზღაპრის დასასრული ისეთია ჩვენს მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება ინტერესი, თუ რა მოხდება შემდეგ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად ვაპირებთ ამ პერსონაჟების ახალი თავგადასავლების შეთავაზებას ჩვენი მკითხველისთვის. ასევე, ქართული საკანცელარიო ბრენდი Ponto Kids-ის პროდუქციაზეც ყოველთვის იხილავთ შარლოტას, რუდოლფს, დინოსა და სპირიდონს. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ გაჩნდეს ახალი პერსონაჟები და ჩვენი გმირების მინი ანიმაცია. ამ ეტაპზე ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით - ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.

ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან

2 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გამოვიდა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები