ავტორი:

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

მსოფლიო 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ზაფხულში ვირუსით ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაიკლო, მოიხსნა შეზღუდვები და საზოგადოება გარკვეულწილად, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

ზოგ ადგილას საერთოდ დაივიწყეს ვირუსის არსებობა და შედეგმაც არ დააყოვნა - ასეთ ადგილებში დღეს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითია საფრანგეთი, სადაც ინფიცირების ახალი დიდი კლასტერი გაჩნდა, რომელიც ნუდისტურ სოფელს, Cap d'Agde-ს უკავშირდება.

ეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ნატურალისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი საზაფხულო მიმართულებაა, თუმცა ალტერნატიული ცხოვრების მოყვარულებს კორონავირუსის პანდემიამ წელს პრობლემები შეუქმნა.

როგორც BBC წერს, საფრანგეთში ბოლო დღეებია COVID-19-მა კვლავ იფეთქა და ერთ დღეში (28 აგვისტოს) ინფიცირების 7 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ბევრი მათგანი სწორედ ნუდისტურ სოფელს Cap d'Agde -ს უკავშირდებოდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, იქ მყოფი 800 ნატურალისტიდან 30%-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ ტერიტორიულ არეალში არის საუნები, სექს კლუბები, სადაც წყვილებს შეუძლიათ ინტიმური ურთიერთობით დაკავდნენ.

ნუდისტური პლაჟი სავსეა "სვინგერებით“ (თავისუფალი სექსის მიმდევარი ადამიანი) და მათ ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან. სწორედ ამაზე საუბრობს ერთ-ერთი "სვინგერი" BBC-სთან.

როგორ დაიწყო ნუდისტურ კურორტზე კორონავირუსის გავრცელება:

აგვისტოს მიწურულს კურორტის ერთ-ერთი სასტუმროს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. სასტუმროს მეპატრონემ აღიარა, რომ ტერასაზე წვეულება გაიმართა, სადაც არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას და არ ითვალისწინებდნენ პანდემიის გამო გაცემულ რეკომენდაციებს. ამის შემდეგ კი, პლაჟზე მყოფ ადამიანთა შორის მჭიდრო კავშირის გამო, იფიცირებამ ახალი ძალით იფეთქა.

ბოლო მონაცემებით საფრანგეთში კორონავირუსის სულ 286 007 შემთხვევაა გამოვლენილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მე-17 ქვეყანაა. COVID-19-ით საფრანგეთში 30 661 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 86 712 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 მილიონს აჭარბებს.

"კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების აგრესიულ ქმედებებს - მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას" - პესკოვი

ვლადიმერ პოზნერის განცხადებით, ის საქართველოში არ დაუჯარიმებიათ

საფრანგეთში, უკვე მესამედ, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - "კომენდანტის საათი", დახურული სკოლები და მაღაზიები: რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში