ავტორი:

"ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის" - კახა კახიშვილი სააკაშვილსა და საარჩევნო პროცესზე

"ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის" - კახა კახიშვილი სააკაშვილსა და საარჩევნო პროცესზე

ეს არჩევნებიც ჩაივლის, სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის, - ასე აფასებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე.

როგორც კახიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სააკაშვილის განცხადება უკავშირდება იმას, რომ თავის ამომრჩეველს სტიმული მისცეს.

"რაც შეეხება რიტორიკას - "მე დავბრუნდები", ეს პირველ არჩევნები არაა და პირველად არ გვესმის. ძალიან კარგად მახსოვს, მსგავსი რიტორიკა 2016 წელს, როდესაც საუბარი იყო, რომ გვირაბით შემოვიდოდა საქართველოში. ასე რომ, ეს არის პოლიტტექნოლოგიების ნაწილი, როდესაც მისი განცხადებები უკავშირდება იმას, რომ მისცეს უფრო მეტი სტიმული თავის ამომრჩეველს, გამოცოცხლდეს და უფრო მეტი გადავიდეს აქტიურ მოქმედებებზე.

ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის. მერე არჩევნები რომ იქნება, ისევ გავიგებთ ასეთ განცხადებებს", - აღნიშნა კახიშვილმა.

კახიშვილის განცხადებით, ის მზად არის შეხვდეს ოპონენტებს, რომლებიც ისნის ოლქში იყრიან კენჭს, რათა შეთანხმების საფუძველზე, ერთიანი ძალებით ებრძოლონ ყველანაირ დარღვევას, რომელიც საარჩევნო პროცესს ზიანს მიაყენებს.

როგორც კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასევე მზად არის შეხვდეს და კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი, რათა არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩატარდეს.

„მე მზად ვარ შევხვდე ჩემს ოპონენტებს იმ საარჩევნო ოლქში, ვისთან ერთადაც მექნება ოპონირება. მათთან ერთად შტაბების დონეზე გავცვალოთ ტელეფონები, რათა თუ სადმე, ვინმე ხედავს კონკრეტულ დარღვევას მაქსიმალურად მოკლე დროში ერთმანეთთან ურთიერთშეთანხმებისა და ინფორმაციების გაცვლით ეს პრობლემები აღმოვფხვრათ. არამხოლოდ მათ, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აუცილებლად შევხვდები, რომლებიც დარეგისტრირდებიან, როგორც საარჩევნო დამკვირვებლები. მათთანაც მექნება აქტიური კომუნიკაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად, დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები ისნის საარჩევნო ოლქში, შესაბამისად, ასეთივე გეგმა აქვს მთლიანად „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

"მეგრელი კაცი მაინც არ იყოს... სირცხვილი არ არის? ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს