ავტორი:

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები

"ადამიანებს სძულთ ყველაფერი, რაც მათგან განსხვავებულია, მაგრამ ამ გამოწვევებს "განგსტერულად" გავუმკლავდი. ბავშვობის გამოცდილებამ მებრძოლის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა", - ამის შესახებ რეპერმა ბერა ივანიშვილმა WIRED-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბრიტანელი ჟურნალისტი ამოს ბარშარდი საქართველოს იანვარში სტუმრობდა, ამერიკული გამოცემისთვის ინტერვიუ ექს-პრემიერის ვაჟთან სწორედ მან ჩაწერა. სტატიის სათაურია: "საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია".

როგორც ჟურნალისტი სტატიაში წერს, "1994 წელს დაბადებულმა ბერამ ცხოვრება რუსეთში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. სწორედ პარიზში დადიოდა სკოლაში. როგორც იხსენებს, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. არასდროს უგრძვნია თავი ცუდად იმის გამო, რომ ალბინოსი იყო. ამაში კი მშობლების წვლილზე საუბრობს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ და მხარში ედგნენ.

როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა, ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო".

"მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ", - აცხადებს ბერა WIRED-თან ინტერვიუში.

ბერას თქმით, მამამისი ყოველთვის უბიძგებდა კრიტიკული აზროვნებისკენ:

"ეს ჭადრაკის თამაშს ჰგავდა, მან გამწვრთნა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან. ის ყოველთვის ამბობდა, რომ დიდი ხის ნაწილი ვიყავი, რომელსაც ასევე დიდი ჩრდილი ჰქონდა. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა ამ ხის ჩრდილში დარჩენა. მე ერთადერთი ვიყავი ჩემს და-ძმებს შორის, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. ვამბობდი, მირჩევნია ეს ხე მოვჭრა, ვიდრე მის ჩრდილში ვიცხოვრო".

2012 წლის პერიოდს ბერა ინტერვიუში შემდეგნაირად იხსენებს: "ქართული ოცნება იყო მოძრაობა, რომელიც 17 წლის ასაკში მე შევქმენი. მაშინ ძალაუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო. მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავი: მანქანები მედევნებოდნენ, ჩემს სტუდიას ტყვიები ესროლეს, კონცერტი არ ჩამიტარებია სიკვდილის მუქარის გარეშე. ჩემი მშობლები გოგოებთან საუბარსაც კი მიკრძალავდნენ. ის პერიოდი ნამდვილი ომი იყო".

ინტერვიუში ბერა მამამისს, ბიძინა ივანიშვილს უანგარო საჯარო მოხელედ წარმოადგენს: "მამაჩემს შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა. ნებისმიერ დონეზე, რასაც თავად მოისურვებდა. პოლიტიკური საქმიანობის არჩევით შესაძლოა ყველაფერი დაეკარგა. კარგი ოჯახი და გარემოცვა შესანიშნავია, მაგრამ როდესაც შენი ქვეყანა ცუდ დღეშია, ბედნიერი ვერ იქნები...

...ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს... ის ყველაფერი, რის თქმის უფლებასაც პოლიტიკაში მყოფი უვიცები და კლოუნები აძლევენ საკუთარ თავებს, ყოველთვის გულს მტკენს".

როგორ გამოცემა წერს, თინეიჯერობის წლებში ბერამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ლოს-ანჯელესში სიმღერების ჩაწერით იყო დაკავებული. ის რობ ფუსარისთან ერთად მუშაობდა, რომელიც მანამდე Destiny’s Child-ის და Lady Gaga-ს პროდიუსერი იყო. ის დიდ სტუდიებთან მუშაობას ერიდება და საკუთარი მუსიკის პროდიუსინგს თავად აკეთებს.

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი წერს, ბერასთვის კლასიკური მუსიკა ყველაფრის არსია. პიანინოზე დაკვრა ბებიამ ასწავლა. განსაკუთრებით უყვარს Debussy და რომანტიკული ფრანგული მელოდიები. ქართული პოლიფონიური სიმღერაც იცის, თუმცა როგორც თავად ამბობს, POP მუსიკის შესაქმნელად დაიბადა.

წყარო: nostal.ge

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?