ავტორი:

შენგენის ქვეყნებში გამგზავრების წესები შეიცვალა - რა შემთხვევაში გეტყვიან უარს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე?

შენგენის ქვეყნებში გამგზავრების წესები შეიცვალა - რა შემთხვევაში გეტყვიან უარს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე?

პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წავიდა.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეს საქართველოდან გასვლის უფლება არ ექნება, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შენგენის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ხოლო მოქალაქეს საჭირო დოკუმენტაციები არ აქვს და შენგენის ზონაში შესვლის პირობებს ვერ აკმაყოფილებს, შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი გარემოებებიდან ერთი მაინც არსებობს:

  • თუ საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის;
  • თუ საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა;
  • ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ;
  • ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამის პირობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს.

ცვლილებების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შს მინისტრმა უნდა დაადგინოს აღნიშნული წესები და პირობები, ამასთან, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ნათქვამი უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები და წესები.

კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, ხოლო პირველი მუხლი 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

200-ლარიანი დახმარება 91 000 ბავშვის მშობელს უკვე ჩაერიცხა, ერთ კვირაში თანხები სრულად ანაზღაურდება - ჯანდაცვის მინისტრი

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე