ავტორი:

გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს

გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს

ონლაინ ვაჭრობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი საქმიანობაა. ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება საქართველოშიც. მიმდინარე წელს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კი ონლაინ ვაჭრობის მასშტაბების ზრდა კიდევ უფრო ძლიერი და სწრაფი გახადა. საქართველოში ონლაინ ვაჭრობის ყველაზე დიდი პლატფორმა არის ebg.ge, რომელიც 2015 წლიდან ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ამ დროის განმავლობაში 120 000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს, გაყიდვების მაჩვენებელი კი - 5 მილიონ ლარს აჭარბებს. ონლაინ მაღაზია აერთიანებს 1 მილიარდზე მეტ პროდუქტს ქართულად ქართულ ონლაინ სივრცეში, განვადების შესაძლებლობას და გარანტიას საზღვარგარეთიდან გამოწერილ პროდუქციაზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ გამოწერის გამარტივებულ მოდელს.

პლატფორმის განვითარებისა და ზრდის განსაკუთრებული ტემპის გამო დავინტერესდით, თუ რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები გამოწერისას, რა ინტერესები აქვთ და რა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს უდიდესი ქართული ელექტრონული კომერციის ვებგვერდი. ამ თემებზე ebg.ge-ს საოპერაციო დეპარტამენტის მენეჯერი ნინო ზუხუბაია გვესაუბრება.

რა უნიკალურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს EBG.GE ?

ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის საკმარისია თქვენ ტელეფონის ნომერი გქონდეთ. შედეგად მომენტალურად გეხსნებათ წვდომა 1.5 მილიარდ პროდუქტზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მარტივად, მიუთითოთ სასურველი მისამართი და დაელოდოთ თქვენი ამანათის ტრანსპორტირებას.

ონლაინ შოპინგის დროს რა ბარიერების გადალახვაში ეხმარება EBG.GE მომხმარებელს?

ონლაინ ყიდვის დროს ხშირ შემთხვევაში ბევრი სხვადასხვა პროცესია გასავლელი, რაც ცალსახად არის ბარიერი ქართველი მომხმარებლისთვის. ჩვენი პლატფორმის შექმნის მიზანიც სწორედ ამ ბარიერების მოხსნა და გამოწერის პროცესების გამარტივება იყო.

ჩვენ მომხმარებელს მოვუხსენით ლინგვისტური ბარიერი და მათ შეუძლიათ პროდუქცია იპოვონ ქართულად, არ სჭირდებათ სხვადასხვა გადახდის მეთოდის შესწავლა გამოწერისთვის, რეგისტრაცია უცხოურ ონლაინ მაღაზიებში, ტრანსპორტიორი კომპანიის მოძიება საქართველოში და სხვა გართულებული პროცესების გავლა.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ შევქმენით 1 ფანჯრის პრინციპი, ციფრულ სამყაროში 1 კლიკის პრინციპი იბიჯის მეშვეობით და ყველა ქართველისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ შოპინგი მსოფლიოს მასშტაბით.

ლინგვისტური ბარიერის გარდა, მომხმარებელს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში ვეხმარებით. ყველას გვსმენია ფართოდ გავრცელებული ფრაზა - “რა გამოვიწერე VS რა ჩამოვიდა”, ამ დროს მომხმარებელს სჭირდება გამყიდველთან კომუნიკაცია მისივე ენაზე, ტრანსპორტირების საკითხზე, ნივთის დაბრუნებაზე, ზიანის ანაზღაურებაზე და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში მომხმარებლს არცერთი მსგავსი პროცესის გავლა არ უწევს, ყველაფერი მარტივია. ჩვენ ვაქციეთ მარტივად.

დეტალურად რომ აგვიხსნათ, როგორ უნდა შევიძინოთ სასურველი ნივთი EBG.GE -ზე?

დავიწყოთ რეგისტრაციით. რეგისტრაციისთვის საკმარისია აქტიური მობილურის ნომერი, ვუთითებთ ნომერს, ვწერთ სახელს და გვარს და სულ ეს არის. რეგისტრაციის შემდეგ ვირჩევთ სასურველ ნივთს, ვაჭერთ კალათაში დამატების ან ყიდვის ღილაკს, ვიხდით თანხას და ვუთითებთ სასურველ მისამართს, ამის შემდეგ თქვენი ნივთი გზაშია.

მნიშვნელოვანია ასევე გადახდის გამარტივებული მეთოდები, ბალანსის შევსება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით, პლასტიკური ბარათით, სადაც საიტიდანვე ავსებთ ბალანსს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ან ინტერნეტ ბანკით.

განსაკუთრებით მინდა გამოვყოთ, რომ მომხმარებელს ასევე შეუძლია ნივთის შეძენა განვადებით. განვადება გამორჩეული მოდელია, რადგან არცერთ უცხოურ პლატფორმაზე არ არის შესაძლებელი ნივთის განვადებით შეძენა, ჩვენს მომხმარებელს კი შეუძლიათ, გამოიწერონ „თიბისი ბანკის“ და „სფეისის“ ონლაინ განვადების მეშვეობით. უახლოეს მომავალში ასევე ვგეგმავთ, რომ „კრედოს“ და „საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისი დაემატოს ჩვენს პლატფორმას.

ამ პროცესის რომელიმე საფეხურზე თუ რამე გაუგებარია მომხმარებლისთვის, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მომენტალურად ეხმარება მას.

ყიდვის შემდგომ რა პროცესებია? რა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს ამ დროს მომხმარებელმა?

ყიდვის შემდეგ ნივთი მიეწოდება ჩვენს საწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქიდან გამოემართება საქართველოში, ნივთის მიღება შესაძლებელია 40-ზე მეტ ფილიალში, თბილისში 4 ფილიალი, ქუთაისში 2 და 1 ფილიალი საქართველოს თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში. რაც უდიდესი დაფარვაა ქვეყნის მასშტაბით. ტრანსპორტირებამდე ნივთი იწონება და დაანგარიშდება ტრანსპორტირების საფასური, ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება მხოლოდ ნივთის წონით და შეადგენს 80 ცენტის ეკვივალენტს ლარში 100 გრამ პროდუქციაზე. ტრანსპორტირების საფასურის გადახდა მომხმარებელს შეუძლია ნივთის გატანამდე ნებისმიერ დროს.

რა ხდება იმ დროს, თუ ნივთი არასწორად ჩამოვიდა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირია “რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდას“ პრობლემა. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს პრობლემა მინიმუმამდეა დაყვანილი. დაფიქსირების შემთხვევაში კი საკმარისია მომხმარებელმა მოგვმართოს და დანარჩენ პროცესებს EBG.GE-ს გუნდი მოაგვარებს, ან თანხას ვუნაზღაურებთ მომხმარებელს ან ვუცვლით შესაბამისი ნივთით, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის დაზღვეულია..

სერვისის გაუმჯობესების მიზნით რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს მომავალში?

ჩვენთვის, EBG.GE-ის გუნდვისთვის განვითარება უწყევტი პროცესია და რა თქმა უნდა, მუდამ ვზრუნავთ ამაზე. პროცესში გუნდის თითოეული წევრია ჩართული. მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნისთვის უახლოეს პერიოდში სახლში მიტანის სერვისის დანერგვას ვაპირებთ.

„ქვითარი მომგებიანია!“ - კარფური  8 წლის იუბილეზე  ერთგულ მომხმარებელს უსასრულო ქულებით, საჩუქრებით და აქციებით ელოდება!

სილქნეტის ონლაინ გათამაშება იწყება

„საპარტნიორო ფონდი“ „თელასში“ „საპარტნიორო ფონდის“ წილის გასხვისების საჯარო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს