ავტორი:

მსუბუქი ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად დედა-შვილი დაშავდა

მსუბუქი ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალი სიმძიმისაა. როგორც "ინტერპრესნიუსს"თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ცენტრალურ გზაზე მოძრაობდა, როდესაც ხევში გადავარდა.

ამ დროისათვის მანქანის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ბათუმში, ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზოთ 30 წლის ქალი შეიყვანეს

ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია "დონას" მფლობელს კორონავირუსი დაუდგინდა