ავტორი:

საინტერესო ფაქტები კახა კალაძის ექიმ სიდედრზე, რომლის მამაც "კულინარიელების საძმოს" მსხვერპლი გახდა

საინტერესო ფაქტები კახა კალაძის ექიმ სიდედრზე, რომლის მამაც "კულინარიელების საძმოს" მსხვერპლი გახდა

თბილისის მერის კახა კალაძის ექიმ სიდედრს სამედიცინო სფეროში კარგად იცნობენ. ნინო ჭუმბურიძე გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ცნობილი ენდოკრინოლოგია, საინტერესო ოჯახური ისტორია აქვს, რომელზეც ჟურნალ "გზაშიც" ისაუბრა.

ექიმის მამა დავით ჭუმბურიძე პირველი ქართული ფონდის "ოქროს ფონდის" დამაარსებელი გახლდათ და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. სწორედ ის გახლდათ გვარების შეკრების იდეის ავტორიც. 90-იან წლებში დავით ჭუმბურიძე "კულინარიელების საძმოს“ მსხვერპლი გახდა. მამაკაცი დაყაჩაღებისას მოკლეს.

ნინო ჭუმბურიძის დედა კახთაბაშიძეების შთამომავალი გახლდათ. პროფესიით ექიმი ცნობილი ოჯახის შვილი 90-იან წლებში წითელ ჯვარში მუშაობდა, ის სამაჩაბლოში ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელიც იყო.

ნინო ჭუმბურიძის მეუღლე ბადრი არეშიძე წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, თუმცა კახი კალაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სიძის თხოვნით, სახელმწიფო სამსახურს ჩამოშორდა.

რამდენიმე წლის წინ ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში მშობლებს წერილი მიუძღვნა:

"ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის აქვთ იმ კითხვებზე პასუხი, რომელსაც ისმენენ, ყველა თემაზე რომ შემიძლია საათობით ვესაუბრო, ყველაზე ახალგაზრდულები არიან. არ იღლებიან მელაპარაკონ კარგზე და დღეს თუ 1% მაინც რამეს წარმოვადგენ, ამ ორი ადამიანის დამსახურებაა. მაგალითია ჩემთვის მათი სიყვარული..."

ნინო ჭუმბურიძის მეუღლე, ვაჟები: გიორგი, რატი და რძალი

"ანუკის საოცრად ანებივრებდა მამამისი, ბიჭების დაცვა ბადრისგან მე მიხდებოდა, ხოლო ანუკის ჩემგან მამამისი იცავდა. უზომოდ ონავარი და ცელქი იყო, მოუსვენარი, თან ძალიან საყვარელი... ლაღი და ხალასი ბუნება ჰქონდა. მეოთხე ბავშვი რომ დაიბადა და მე და ბადრიმ ანუკი პატარასთან ერთად დავინახეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, - როგორ წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ის პატარა გოგონა 4 ვაჟკაცის დედა იქნებოდაო..." - იხსენებს ნინო ჭუმბურიძე ანუკის დაბადებას ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

23 აპრილს პანდემიის დროს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობისას პირადად გადაუხადა ექიმ ნინო ჭუმბურიძეს მადლობა კორონავირუსთან ბრძოლისთვის.

"აქ მენეჯმენტი არის უმაღლეს დონეზე, არის ბევრი ინოვაცია. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე, პირველად ვნახე საქართველოში ასეთი ინოვაციური მიდგომა, რომელიც ჩვენს კლინიკაშიც კი არ გვაქვს. როგორც კი ჩავალ თბილისში. გამოვალ ინიციატივით, რომ ყველა კოვიდის კლინიკამ ეს გააკეთოს. აი, ამ ჰოსპიტალში შექმნილია, როგორც მითხრეს, ქალბატონ ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით, კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფი, ანუ კოვიდის თანმხლები დაავადებების. ქალბატონი ნინო კურირებს და თერაპიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. ეს ძალიან სერიოზული ინოვაცია…“ - აღნიშნა მაშინ ცერცვაძემ.

ნინო ჭუმბურიძეს სამი შვილი ჰყავს - რატი, გიორგი და ანუკი. რატის საზოგადოება ნაკლებად იცნობს, გიორგი წლების წინ "ქართული ოცნების“" ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა და შემდგომ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა. მას შემდეგ, რაც მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორმა" არეშიძე დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში დაადანაშაულა, იმჟამად ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ცოლისძმას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.