ავტორი:

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი ობიექტი - „სოჰო” , „სექტორი 26“ კლუბი „კონტე“ და UP2U მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

„შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოთხოვნებს ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა - შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი). ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს:

შპს სამაია (კლუბი კონტე);

შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო);

შპს სექტორი 26 (სექტორი 26).

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.