ავტორი:

"სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ, ჩამოდი და მიხედე შენს ბედს, მომავალს და გეგმებს" - დავით უსუფაშვილი

"სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ, ჩამოდი და მიხედე შენს ბედს, მომავალს და გეგმებს" - დავით უსუფაშვილი

მიხეილ სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ საქართველოში, ჩამოდი და მიხედე შენს ბედს, მომავალს და გეგმებს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს არსებული და ყოფილი ლიდერებისთვის ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაბარებას.

უსუფაშვილის თქმით, საქართველოს სხვა მომავალი აქვს და ეს მომავალი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს ვინმე კონკრეტული ადამიანების „ხუშტურებთან და დაუკმაყოფილებელი ვნებების დაკმაყოფილებასთან“.

„ლელო“ არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს არსებული და ყოფილი ლიდერისთვის ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაბარებას, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ ამ ქვეყნისთვის ემსახურათ, გაეკეთებინათ რაც შეეძლოთ; სამწუხაროდ, გაეფუჭებინათ ის, რისი გაფუჭებაც შეეძლოთ, ამიტომ ქვეყანამ წინ უნდა გაიხედოს. ჩვენ „ლელო“ არ ვაპირებთ ძვირფასი დროის კარგვას, ენერგიის კარგვას ამ შესაძლო სცენარებზე.

მე, დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ საქართველოში, მეტი რა გითხრა, ჩამოდი და მიხედე იმ შენს ბედს, მომავალს და გეგმებს. მორჩა, ამით დავასრულე საუბარი. ჩამოვიდეს საქართველოში, თუ უნდა საქართველოში ყოფნა. ივანიშვილს ვეუბნები, წადი საქართველოდან, თუ არ გინდა საქართველოში ყოფნა. ერთად გინდათ სადმე შეხვედრა? შეხვდით, მაგრამ დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, ამ ქვეყანას აქვს სხვა მომავალი და ეს მომავალი არ შეიძლება, იყოს დაკავშირებული ვინმე კონკრეტული ადამიანის ხუშტურებთან, სურვილებთან, დაუკმაყოფილებელი ვნებების დაკმაყოფილებასთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

"გიორგი ვაშაძემ ამბიციები ცოტა მოთოკოს - ატყუებს პენსიონერებს, ვითომ რამეს აკეთებს და შოუებს დგამს" - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"