ავტორი:

"ბინდის“ვარსკვლავს, რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ბინდის“ვარსკვლავს, რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ბინდის“ ვარსკვლავს, მსახიობ რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

მსახიობი ახლა The Batman-ზე მუშაობდა. ფილმის გადაღებები 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა რადგანაც მთავარი როლის შემსრულებელს COVID-19 გამოუვლინდა, გადაღებები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

პატინსონი ამჟამად მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მისი მდგომარეობის სიმძიმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. იზოლაციაშია "ბეტმენის“ მთელი გადამღები ჯგუფი.

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 11 მარტიდან ებრძვის. ოფიციალური ინფორმაციით, ვირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოს მოედო.

ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით ვირუსით 26 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 873 285 ინფიცირებული, ხოლო 18.6 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ირანში მოჭიდავეს 74-ჯერ გაროზგავენ, ხოლო შემდეგ, სიკვდილით დასჯიან - ვინ არის ნავიდ აფკარი და რა გახდა უმკაცრესი სასჯელის მიზეზი

"აფრო-ამერიკელი მამაკაცი, რომელსაც პოლიციამ დაკავების დროს თავზე ტომარა ჩამოაცვა, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა" - BBC

"სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ“ - კანადის მთავარი ექიმის რეკომენდაცია