ავტორი:

The Times: "გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს"

The Times: "გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს"

ბრიტანულ პრესაში გრძელდება გერმანიის ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინფორმაციის განხილვა, რომლის მიხედვით, რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი ნივთიერება "ნოვიჩოკით" არის მოწამლული.

"რუსი წამყვანი ოპოზიციონერის მოწამვლამ ერთმანეთს შეაჯახა ევროპის ორი ყველაზე მრისხანე და ძლიერი მმართველი - ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი", - ნათქვამია ბრიტანული გაზეთში «The Times» გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურთ "მერკელს ყოფნის იმის გამბედაობა, რომ პუტინს ზემოდან უყუროს // გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს".

"ვლადიმირ პუტინი, რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმებიდან ბოროტმოქმედს გვახსენებს, უკვე 20 წელია რუსეთს მართავს და თავის მოწინააღმდეგეებს და კრიტიკოსებს დემონსტრციულად კლავს. თავის მხრივ, ასევე მკაცრი და გაბედული ანგელა მერკელი 15 წელია გერმანიის სათავეშია, რომელიც, რუსეთისაგან განსხვავებით, ლიბერალური დემოკრატიის დასაყრდენ სახელმწიფოს წარმოადგენს. ანგელა მერკელს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვლადიმირ პუტინთან ლოიალური დამოკიდებულება აქვს, არ მოერიდა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული. ანგელა მერკელი მოსკოვისაგან პასუხს ელოდება. იგი მზადაა ბრძოლისათვის. გერმანიის კანცლერი არის ის პირველი პოლიტიკოსი, ქვეყნის ხელმძღვანელი, რომელიც კომუნისტურ გერმანიაში გაიზარდა. მან კარგად იცის რუსული ენა, ესმის რუსული აზროვნების სპეციფიკა და აცნობიერებს რუსეთთან ურთიერთობის პრობლემებს" - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ანგელა მერკელს რუსეთი ადამიანურად უყვარს, მაგრამ იმავდროულად აღნიშნულია, რომ მისთვის აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც საყვარელ პიროვნებას წარმოადგენს. და ამ დროს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, რომელსაც ანგელა მერკელი სძულს. მერკელს აქვს ის ყველაფერი, რაც ტრამპს არ აქვს. ტრამპი მას ხშირად შეურაცხყოფს, მერკელი კი ამერიკის ლიდერის პრიმიტიულ უხამსობას არად აგდებს და ამით კიდევ უფრო აღიზიანებს.

ანგელა მერკელი ქედს არავის უხრის, თუნდაც იგი ამერიკელი დონალდ ტრამპი იყოს ან რუსი ვლადიმერ პუტინი. ახლა იგი დილემის წინაშე დგას: თქვას თუ არა უარი რუსულ "ჩრდილოეთის ნაკადზე", რითაც გერმანელი ბიზნესმენების რისხვას გამოიწვევს", - წერს ბრიტანული "თაიმსი". წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა

"იყო შემთხვევები, როცა გოგონებზე მამებისა და ქმრების თვალწინ ძალადობდნენ" - სირიის ჯოჯოხეთი და პუტინის მხარდაჭერით გამარჯვებული ასადის რეჟიმის ფასი

"საქართველოში ისევ წავალ, რატომაც არა? მე იქ უამრავი მეგობარი მყავს" - ვლადიმერ პოზნერი