ავტორი:

აფეთქება ფილარმონიასთან - არიან დაშავებულები

აფეთქება ფილარმონიასთან - არიან დაშავებულები

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარედ აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდიმარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მუშები ასრულებდნენ გარკვეულ სამუშაოს და სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

.

წინასწარი ინფორმაციით, ფილარმონიასთან მომხდარი ტრაგედია ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროა (ვიდეო)

რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში FBI - რა განაცხადა პროკურორმა?