ავტორი:

აფეთქება ფილარმონიასთან - ფოტორეპორტაჟი  ტრაგედიის ადგილიდან

აფეთქება ფილარმონიასთან - ფოტორეპორტაჟი  ტრაგედიის ადგილიდან

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასართობ ცენტრ "დეჟავუსთან აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო სამი მოქალაქე დაშავდა და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს."თბილისი ენერჯი", სადაც ნათქვამია, რომ აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული.

"კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი მოკვლევის შედეგად, ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

გთავაზობთ :"ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან:

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი დაემატა

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 25 - აჭარაში

კახეთში, დღეს დილით გაუჩინარებული დები პოლიციამ იპოვა