ავტორი:

"ჩვენი ოფისი ზუსტად კლუბ "დეჟავუს“ თავზეა, სადაც აფეთქება მოხდა" - დავით ოქიტაშვილი

"ჩვენი ოფისი ზუსტად კლუბ "დეჟავუს“ თავზეა, სადაც აფეთქება მოხდა" - დავით ოქიტაშვილი

"მეგობრებო, ჩვენ კარგად ვართ!!! მადლობა მოკითხვისა და ყურადღებისათვის. სამწუხაროდ, არიან დაზარალებულები და ერთი გარდაცვლილი", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

ambebi.ge დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა.

დავით ოქიტაშვილი:

- კულტურის პალატის ოფისი ფილარმონიის შენობაში, ზუსტად იმ კლუბ "დეჟავუს" თავზეა, სადაც აფეთქება მოხდა.

- სამსახურში იყავით მაგ დროს?

- არა, ერთ-ერთი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ზუსტად 5 წუთის წინ გავედი, მაგრამ ადგილზე იყვნენ ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ამ აფეთქების ხმამ ძალიან შეაშინა, შეშფოთებულები მირეკავდნენ და ეს ამბავი მათგან გავიგე. მითხრეს, რომ ოფისი საოცრად შეზანზარდა, გაჩნდა ბზარები და რაღაცები ჩამოცვივდა, მაგრამ ეს რა სალაპარაკოა იმასთან, რაც შემთხვევის ადგილზე მოხდა, არიან დაზარალებულები და ერთი გარდაცვლილი. მომხდარის გამო ვწუხვართ ძალიან. ახლა კრიმინალისტები მუშაობენ და მიზეზებს არკვევენ.

- თქვენი თანამშრომლები ხომ კარგად არიან?

- კი, მაგრამ ძალიან შეეშინდათ...

- სულ რამდენი ადამიანი იყო ოფისში?

- სამი - ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. კიდევ ერთხელ ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს.

"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?

რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი