ავტორი:

როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ქირურგმა ადამ ადამიანმა განუცხადა, პაციენტი კლინიკაში სხვადასხა სახის დაზიანებებით შეიყვანეს.

ექიმის განმარტებით, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

"პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა დიაგნოზით: პოლიტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობები კისრისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში. ჩატარდა სათანადო კვლევები, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლის ღრუს, გულ-მკრდის რენტგენოგრაფია. 20:00 საათზე შეიყვანეს საოპერაციოში და ჩაუტარდა ოპერაცია, ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, დაზიანებული კუნთების მთლიანობის აღდგენა, დრენირება. ამ წუთისთვის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას, სტაბილურია და პაციენტი კონტაქტურია",- განაცხადა ადამ ადამიანმა.

ექიმის თქმით, პაციენტს ჯერჯერობით დინამიკაში დაკვირვება ესაჭიროება და ხვალ ან ზეგ გაიწერება კლინიკიდან. მისივე განმარტებით, გეგმურად მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  - ინფიცირებული სოფელ ასკანის მკვიდრია

"25 ახალი ინფიცირებულიდან 9 "დონას კლასტერიდანაა"...უცნობია 1 პაციენტის ინფიცირების წყარო"  - მარინა ენდელაძე

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა