ავტორი:

4 ცვლილება, რომელთა განხორციელებასაც  მთავრობა ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით გეგმავს

4 ცვლილება, რომელთა განხორციელებასაც  მთავრობა ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით გეგმავს

მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა.

დოკუმენტში საუბარია, რიგ კანონებში ცვლილების შეტანასა და უფრო დახვეწაზე, რომელიც მძღოლებსა და სატრანსპორტო საშუალებების მართვას შეეხება.

გეგმაში აღნიშნულია, რომ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებით, კანონში არსებული ნორმების დახვეწაა საჭირო. კერძოდ, როგორც გეგმაშია ნათქვამი, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. კანონის არსებული რედაქციით, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით.

დოკუმენტის მიხედვით, ვინაიდან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა, 0,3 პრომილეზე ნაკლები ნებისმიერი ოდენობა საექსპერტო დასკვნებში აღინიშნება, როგორც ფხიზელი მდგომარეობა. შესაბამისად, საჭიროა უფრო დეტალურად გაიწეროს პირველი ტესტირებიდან შემდგომი 2 საათის განმავლობაში განმეორებითი შემოწმებისას სისხლში ეთანოლის შემცველობის გამოთვლის წესი, რათა დადგინდეს პირი იყო თუ არა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში უშუალოდ ავტომობილის მართვის დროისათვის;

ამასთან, როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მძღოლის პასუხისმგებლობას იწვევს გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა.განაგრძეთ კითხვა

ლაგოდეხის ნაკრძალში ადგილობრივმა 30 წლის მამაკაცმა ლატვიელი ტურისტი გააუპატიურა

"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

"არ განიხილება აჭარის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება, განგაშის საფუძველი არ არის", - თენგიზ ცერცვაძე