ავტორი:

გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემოყვანა ავარიის შედეგად დაშვებული 12 წლის ბავშვი. კლინიკაში შემოყვანისას იგი გარდაცვლილი იყო", - აცხადებენ კლინიკაში.

ამ წუთებში ადგილზე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

კორონავირუსისგან მე-40 პაციენტი გარდაიცვალა - 81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - Stopcov.ge-ს მონაცემები

საქართველოში კორონავირუსისგან 39-ე პაციენტი გარდაიცვალა