ავტორი:

"თუ გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ"

"თუ გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ"

"ქართულ ოცნებას" ჯერ არც საარჩევნო სია წარუდგენია ამომრჩევლისთვის. არადა, დიდი მოლოდინია, თუ როგორი იქნება ეს სია და რამდენად მოახერხებს მმართველი ძალა მის გადახალისებას. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- რა მნიშვნელობა აქვს? არ არსებობს არანაირი სია, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ლოტოს კოჭებივით ჩაყრის ტომარაში გვარ-სახელებს, მერე ამოიღებს და როგორც უნდა, ისე გადაალაგ-გადმოალაგებს. რამდენი პრემიერი გვყავდა უკვე, რომელიმემ დატოვა კვალი პოლიტიკაში?

- გიორგი გახარიაც მათ ბედს გაიზიარებს?

- გიორგი გახარია უნიკალური მოვლენაა ამ რუხ მასაში. ამიტომ, თუ ადრე არჩევნები ივანიშვილის ბრენდის ნიშნით მიდიოდა, ეს არჩევნები მიდის ნიშნით: ივანიშვილი პლუს... და ეს პლუსი გახარიაა. ივანიშვილის ამოცანაა, მთელი შავი სამუშაო გახარიას გააკეთებინოს, მაგრამ დივიდენდები თვითონ წაიღოს. ამ ამოცანას წყვეტს ახლა ივანიშვილი, რადგან გახარია საფრთხეს უქმნის მის რელიგიას, რომელსაც წლების განმავლობაში აყალიბებდა. არადა, დღეს ის წყალივით სჭირდება, მან უნდა მოიგოს არჩევნები, მაგრამ საბოლოოდ ის კავკასიის მთებზე გასაკრავი აღმოჩნდება. ღმერთის ტოლობაზე ამბიცია მას ვერ შერჩება. იქნებ არც აქვს ეს ამბიცია, მაგრამ გარედან ასე ჩანს. ივანიშვილს მითოსი ენგრევა, გახარია არჩევნების შემდეგ შეიძლება დარჩეს კიდეც სისტემაში, მაგრამ ამ რუხ მასაში უნდა გაერიოს და გამორჩეული აღარ იყოს. ამას რა ფორმით მოახერხებენ არჩევნების შემდგომ, როგორ "მიაჩმორებენ", ვნახოთ... თუ ისე მოხდა, როგორც ივანიშვილს უნდა, ეს პროცესი საინტერესო ნაკლებად იქნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა და გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ. იხილეთ სრულად

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE: ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ხათუნა ლაგაზიძე "საზმაუს" გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებს - "ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში"